გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრი - ბრიტანეთი უკრაინას უფრო მეტ იარაღს მიაწვდის - ძალისხმევა გრძელდება რუსეთის ამოღებაზე Swift-ის სისტემიდან

გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰეპი აცხადებს, რომ უკრაინას ისინი უფრო მეტ იარაღს მიაწვდიან.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო და 25 სხვა ქვეყანა შეთანხმდნენ, რომ უკრაინას მეტი "ჰუმანიტარული ან ლეტალური დახმარება" მიაწოდონ.

როგორც ჯეიმს ჰეპიმ BBC Radio 4-ს განუცხადა, გაერთიანებული სამეფო ახლა მუშაობს საკითხზე თუ როგორ მიაწვდის სამხედრო დახმარებას აღნიშნული ქვეყნები უკრაინას.

„ბრიტანეთის დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება სხვა ქვეყნების დარწმუნებისთვის, რათა დათანხმდნენ რუსეთის ამოღებაზე Swift-ის საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების სისტემიდან“, - განაცხადა მან.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში