,,ევექსი კლინიკები“ უკრაინელებს უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს

,,ევექსი კლინიკები“ უკრაინის მოქალაქეებს უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
„უკრაინელებო, ჩვენ შევძლებთ საჭიროების შემთხვევაში დისტანციურად გაგიწიოთ ექიმის კონსულტაცია და გადაუდებელი ამბულატორიული სერვისებით მომსახურება, სრულიად უსასყიდლოდ, საქართველოს მასშტაბით ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში.
ჩვენი ექიმები თქვენს გვერდით არიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობრებს ვესაუბროთ მათ ენაზე, ამისთვის ჩვენი ქოლცენტრი და ვებ-გვერდი უკრაინულად იმუშავებს. საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს 2 მარტიდან, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქოლცენტრში: 032 2 550505, სადაც გაგესაუბრებათ ოპერატორი უკრაინულ ენაზე, ასევე ჩვენი ვებ-გვერდი: https://evexclinics.ge/ka/ გადაეწყობა უკრაინულ ენაზე, სადაც იქნება განთავსებული დეტალური ინსტრუქცია აღნიშნულ მხარდაჭერის გამოყენებაზე,“ - ნათქვამია ,,ევექსი კლინიკები“-ს ოფიციალურ განცხადებაში.
(R)

























