ლიბერთი ბანკი: უკრაინის ნებისმიერი მოქალაქე საერთაშორისო ფულადი გზავნილებით სარგებლობას საკომისიოს გარეშე შეძლებს

ლიბერთი ბანკი: უკრაინის ნებისმიერი მოქალაქე საერთაშორისო ფულადი გზავნილებით სარგებლობას საკომისიოს გარეშე შეძლებს

ლიბერთი ბანკი საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს მხარდაჭერას უცხადებს და განცხადებას აქვეყნებს:

„მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს და გაცნობებთ, რომ ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, დღეიდან უკრაინის ნებისმიერი მოქალაქე საერთაშორისო ფულადი გზავნილებით სარგებლობას საკომისიოს გარეშე შეძლებს.

ნულოვანი საკომისიოს პირობა 31 მარტამდე უკვე ხელმისაწვდომია:

Contact

IntelExpress

Moneygram

Ria Money Transfer

Unistream

Welsend

Western Union

საკომისიოს გარეშე გზავნილებით სარგებლობისთვის საკმარისია მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის წარდგენა,“ - ნათქვამია ლიბერთი ბანკის განცხადებაში.

(R)