ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

„დიდება უკრაინას” - ამ ლოზუნგით ბათუმში ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციაზე უკრაინის, ბელარუსის და რუსეთის მოქალაქეებთან ერთად სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც მივიდნენ. შეკრებილებმა სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის დროშა გამოფინეს და რუსული აგრესია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
“საშინელებაა რაც უკრაინაში ხდება, იღუპებიან ადამიანები, უკრაინა იბრძვის სისხლის ბოლო წვეთამდე. ვთხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ქვეყნებს ქმედითი ნაბიჯები გადადგან”,- განაცხადეს შეკრებილებმა.

























