რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონიდან უკრაინის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ჩართულობით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეძენას განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მასში შემავალი მუნიციპალიტეტების ჩართულობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან თანხის მობილიზებას ახორციელებს.

„ სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდება ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების შეძენა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს სექტორს და თითოეულ მოქალაქეს. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

#გავერთიანდეთუკრაინისთვის

#სოლიდარობაუკრაინას „- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა