ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს სლოგანით “ბსუ უკრაინისთვის” . სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს, მათ სიმბოლურად უნივერსიტეტის ეზოში დროშები გამოფინეს.
შეკრებილებმა რუსული სამხედრო აგრესია გააპროტესტეს.
“გვჯერა, საერთაშორისო თანამეგობრობა კონსოლიდირებული ნაბიჯებით შეძლებს აგრესორი სახელმწიფოს შეკავებას და მშვიდობის უზრუნველყოფას ქვეყანაში, რეგიონსა და მთელს მსოფლიოში. დიდება უკრაინელ ხალხს”,- განაცხადეს აკადემიური საბჭოს წევრებმა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბსუ იწყებს ჰუმანიტარულ კამპანიას უკრაინის დასახმარებლად, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

























