ქუთაისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება

ქუთაისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება

ქუთაისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ხარკოვის, ჟიტომირის, ლვოვის, დნიპროს, სუმის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრების დროს გამოიკვეთა გარკვეული საჭიროებები, რა მიმართულებითაც ქუთაისს შეუძლია უკრაინელ მეგობრებს დაეხმაროს.

მისივე თქმით, იგეგმება შეხვედრა საზოგადოების და ბიზნესის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც შეიქმნება ფონდი უკრაინის დასახმარებლად.

,,ქუთაისის მუნიციპალიტეტი, უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღიდანვე, აქტიურ კომუნიკაციაშია იმ უკრაინული ქალაქების თვითმმართველობებთან, რომლებთანაც ქუთაისს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.

ხარკოვის, ჟიტომირის, ლვოვის, დნიპროს, სუმის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრების დროს გამოიკვეთა გარკვეული საჭიროებები, რა მიმართულებით შეუძლია ქუთაისს დაეხმაროს უკრაინელ მეგობრებს ამ რთულ დღეებში და უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, კონკრეტულად რა სახის დახმარების გაწევა შეგვიძლია მერის სარეზერვო ფონდიდან დამეგობრებული უკრაინული ქალაქებისთვის. იგეგმება შეხვედრა საზოგადოების და ბიზნესის წარმომადგენლებთან და შეიქმნება ფონდი უკრაინის დასახმარებლად“, - განაცხადა ქუთაისის მერმა.