გორის მუნიციპალიტეტის მერია დამეგობრებულ უკრაინის ქალაქებს სოლიდარობას უცხადებს და ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებას იწყებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია დამეგობრებულ  უკრაინის ქალაქებს  სოლიდარობას უცხადებს და ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებას იწყებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია უკრაინასა და გორთან დამეგობრებულ უკრაინის ქალაქებს მელიტოპოლსა და პავლოგრადს, ვასილკოვოს მუნიციპალიტეტს, სოლიდარობას უცხადებს და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული ქალაქების წარმომადგენლებთან კომუნიკაციას და მათი საჭიროების გათვალისწინებით, კონკრეტული დახმარების პაკეტის მომზადებას გეგმავს.

„გორთან დამეგობრებული ქალაქები, ისევე, როგორც მთელი უკრაინელი ხალხი, დღეს დიდი განსაცდელის წინაშე დგას და მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ჰუმანიტარული აქცია 1-ლი მარტიდან დაიწყება. მეგობარი უკრაინული ქალაქების დასახმარებლად, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები გაიხარჯება. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქალაქის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

მერია აქციაში ჩართვისკენ სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რიგით მოქალაქეებს მოუწოდებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო შტაბი გაიხსნება. მისამართი: გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა, გრიგოლ ფერაძის N5.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკონტაქტო: 599 85 17 01; 591 69 41 41“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.