ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, მესტიის მუნიციპალიტეტები უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს გააგზავნის

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს გააგზავნის.

ამ დროისათვის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის რეგიონი, მასში შემავალი მუნიციპალიტეტების ჩართულობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან თანხის მობილიზებას ახორციელებს.

სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით ფარმაცევტული პროდუქტების, სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და პირველადი მოხმარების სხვა ნივთების შეძენა განხორციელდება.

"აქციაში ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც შეგვიძლია სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს მოძმე ერს“, - აცხადებს გოჩა ენუქიძე.

„მსურველებმა ინფორმაციისთვის დარეკეთ:

ამბროლაურის მერია-598 39 03 12

ონის მერია- 599 22 48 42

ცაგერის მერია- 551 40 31 40

ლენტეხის მერია- 599 85 27 25

მესტიის მერია- 595089530

შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი, უკრაინაში საქართველოს მთავრობის დახმარებით გაიგზავნება.

#გავერთიანდეთუკრაინისთვის

#სოლიდარობაუკრაინას

#СлаваУкраїні“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა