ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებმა უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატეს

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებმა უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატეს

უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატეს ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებმა. მათ სოლიდარობის აქცია ჯერ ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიაზე გამართეს, შემდეგ კი მსვლელობით ცენტრალურ ქუჩებში გადაინაცვლეს.

მათი თქმით, უკრაინელი ხალხისთვის ამ დროს ნებისმიერი სახის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

ზუგდიდში უკრაინის მხარდასაჭერად რამდენიმე აქცია გაიმართა. აქციები გაიმართა სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც.