კახა კალაძემ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღებისკენ მოუწოდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს თავიანთი საქმიანობის კანონიერად განხორციელებისა და ლიცენზიის აღებისკენ მოუწოდა.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჯარიმის თავიდან ასაცილებლად, B კატეგორიის ტაქსების მძღოლებმა საქმიანობის ნებართვა კანონმდებლობის შესაბამისად უნდა აიღონ.

„იცით, რომ გვყავს A და B კატეგორიების ტაქსების მძღოლები. A კატეგორია არის თეთრი ფერის ტაქსი, შესაბამისი მანიშნებლით, რომელიც ქალაქში გადაადგილდება. არსებობენ ასევე, B კატეგორიის ტაქსები, რომელთაც არა აქვთ მანიშნებელი - შეიძლება ჩართული იყვნენ აპლიკაციებში და ემსახურებოდნენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ტაქსით გადაადგილდება, თუმცა, შესაბამისი ლიცენზია საჭიროა B კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვისაც. რა თქმა უნდა, კონტროლი, რომელიც ყოველთვის იყო ამ მიმართულებით, გამკაცრდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მათ, ვინც ამ სერვისს ეწევა, რომ ლიცენზიების აღება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ულიცენზიოდ საქმიანობა გამოიწვევს დაჯარიმებას. რა თქმა უნდა, არავის სიამოვნებს მათი დაჯარიმება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ ლიცენზია, რომლის მიღება მუნიციპალიტეტში ძალიან მარტივია. სანებართვო მოსაკრებელი 100 ლარია, ჰიბრიდის შემთხვევაში - 50 ლარი, ხოლო ელექტრომობილის შემთხვევაში, ნებართვა უფასოა. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გაიხდით თავს დასაჯარიმებლად, აიღეთ ნებართვა და თქვენი საქმიანობა განახორციელეთ კანონიერად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ტაქსების რეფორმის ფარგლებში, რომელსაც მუნიციპალიტეტი 2019 წლიდან ახორციელებს, ზაფხულისთვის შემდეგი ეტაპი ამოქმედდება, რომელთან დაკავშირებითაც, საზოგადოება დეტალურ ინფორმაციას მიიღებს“

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას