„ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებენ

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა, უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით „ევროპელი სოციალისტების" განცხადება პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

„ჩვენ სოლიდარულნი ვართ და გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას, უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს ომი, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს, უკრაინელი ხალხისთვის არის წმინდათა წმინდა სამამულო ომი, რომელშიც საკუთარი სამშობლოსა და ხალხის სიცოცხლის დასაცავად იბრძვიან.

უკრაინისთვის, ამ ძნელბედობის ჟამს, მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებისა და ქვეყნების მიერ, უკრაინის მხარდამჭერ და ხელშემწყობ მთელ რიგ ქმედებებთან ერთად, როგორც ეს არაერთხელ გაგვიჟღერებია, უპირველესი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, იქნება მებრძოლი უკრაინისა და საქართველოს დაჩქარებული პროცედურებით, ევროკავშირის წევრად მიღება, რისთვისაც მოვუწოდებთ ყველა ჩვენს ევროპელ პარტნიორს - იმისკენ, რაც სამომავლოდ ისედაც იგეგმებოდა.

მოვუწოდებთ, როგორც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ასევე, სრულიად ევროპულ საზოგადოებას, ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო უსწრაფესი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ, რაც უკრაინისთვის, ამ სიტუაციაში, სოლიდარობისა და პარტნიორობის ყველაზე დიდი გამომჟღავნება იქნება“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა