მოქალაქემ ქუთაისის მერიის შენობის მინები ჩაამსხვრია

მოქალაქემ ქუთაისის მერიის შესასვლელი დაარბია. არსებული ინფორმაციით, ჩამსხვრეულია მინები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
თვითმხილველების თქმით, უცნობმა მამაკაცმა მერიას ქვები დაუშინა.
მათი თქმით, მამაკაცი უკრაინასთან მიმართებით მთავრობის დამოკიდებულებას აპროტესტებდა.
მერიის დაცვის თანამშრომლებმა და სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს.

























