კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია დაიწყო

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი თელავში, ანთაძის სახელობის სპორტულ დარბაზში ჰუმანიტარული აქციის პროცესს ადგილზე გაეცნენ.ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.
კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში მოხდება მოქალაქეთა მიღება და მათ მიერ უკრაინისთვის გასაგზავნი ჰუმანიტარული ნივთების შეგროვება.
„მოვუწოდებ კახეთში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და დახმარების გასაღებად ნებისმიერ მსურველს მონაწილეობა მიიღონ ამ სიკეთის აქციაში“ , - აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა.
,,უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად დღეს დავიწყეთ ჰუმანიტარული აქცია, ყველა დაინტერესებულ პირს ნივთების მოტანა შეუძლია თელავში, თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ სკოლაში. მოქალაქეებია აქტიურობის გათვალისწინებით აქცია დაახლოებით 10 დღეს გასტანს“,- განაცხადა თელავის მერმა ლევან ანდრიაშვილმა.
„საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

























