ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ბათუმში ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, რუსული ძალადობრივი პოლიტიკა უკრაინის მიმართ არ სრულდება, ამასთან მათ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც გაამახვილეს ყურადღება.

როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, საქართველოს იმიჯზე უკრაინის ელჩის გაწვევა, ცუდად აისახება.

აქციის მონაწილეები აღნიშნულში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ადანაშაულებენ.

“უკრაინის შემდეგ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა შესაძლოა საქართველოში გაგრძელდეს. ჩვენ არ დავუშვებთ რუსულ ხელისუფლებას საქართველოში. გადადგეს ყველა ის პირი, რომლებიც ქვეყნის საზიანო განცხადებებსა და ქმედებებს სჩადის. ჩვენი პროტესტი იქნება უწყვეტი როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის თავისუფლებისთვის”, - აღნიშნეს შეკრებილებმა.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ისინი ევროპის მოედნიდან აჭარის მთავრობის სახლთან გადასვლას გეგმავენ.