აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია - დააკავეს რამდენიმე ადამიანი

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური იყო. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ანთაძის ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულია რამდენიმე პირი.
მისი თქმით, მოქალაქეები მშვიდობიან აქციას მართავდნენ.
“პარლამენტში და უმაღლესში დეპუტატები იგინებიან, რატომ არ შეუძლია მოქალაქეს გინება. პუტინისა და ღარიბაშვილის გინების გამო დააკავეს ადამიანები" ,- აცხადებს ლევან ანთაძე.
ხმაური და დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება.

























