ბორის ჯონსონის უკრაინაში საბრძოლველად მიმავალი მოხალისეების მხარდაჭერაზე - დიდი ბრიტანეთი ამას აქტიურად არ აკეთებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის თქმით, ნატოს არც ერთი ქვეყანა არ ფიქრობს მოსკოვის შეჭრის მოგერიებაში­ აქტიურად ჩართვას.

Independent-ის ცნობით, ბორის ჯონსონი ეწინააღმდეგება საგარეო საქმეთა მინისტრს ლიზ ტრასის და ამტკიცებს, რომ მთავრობა აქტიურად არ უჭერს მხარს ბრიტანელ მოხალისეებს, რომლებსაც სურთ, შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას უკრაინაში.

როგორც Independent-ი იუწყება, ესტონელი ჟურნალისტის კითხვაზე ბრიტანეთის მთავრობის მიერ მოხალისეების მხარდაჭერასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრმა უპასუხა:

„მე ძალიან მკაფიო ვიქნები ამის შესახებ, რადგან თქვენ არ ხართ მართალი იმაში, რასაც ამბობთ საბრძოლველად მიმავალი მოხალისეების მხარდაჭერაზე, დიდი ბრიტანეთი ამას აქტიურად არ აკეთებს.

რა თქმა უნდა, მესმის ადამიანების გრძნობების და ემოციების, რომლებიც ამ კონფლიქტს უკავშირდება, რადგან საერთაშორისო პოლიტიკაში არ მახსენდება დრო, როდესაც განსხვავება სწორსა და არასწორს შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის, ასეთი ცხადი ყოფილიყოს.

მესმის, რატომ განიცდის ხალხი, მაგრამ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო კონფლიქტთან და მათ წარმართვასთან დაკავშირებით კანონები გვაქვს.

ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა.

ვფიქრობ, ნებისმიერი ნატო-ს წევრისთვის რუსეთთან კონფლიქტში აქტიურად ჩართვა ძალიან დიდი ნაბიჯია, რომელზეც არცერთი წევრი არ ფიქრობს“, - განაცხადა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ის "აბსოლუტურად" დაუჭერს მხარს ბრიტანელ მოქალაქეებს, რომლებმაც გადაწყვიტეს შეუერთდნენ ბრძოლას ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი