გორის მერთან მოქალაქეების მიღება გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერთან, ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან მოქალაქეების მიღება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოქალაქეებს შეუძლიათ პირადად გაესაუბრნონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს.
„გორის მერი, მასთან მისულ მოქალაქეს, შესაძლებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში, ეხმარება.
გორის მერიაში ოთხშაბათი მოქალაქეთა მიღების დღეა, თუმცა მოსახლეობის საჭიროებებს მერი ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა.
მერთან შეხვედრაზე ჩასაწერათ შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 599851794“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























