ჯეო ჰოსპიტალსმა უკრაინაში სამედიცინო ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა

ჰოსპიტალური სამედიცინო ქსელი ჯეო ჰოსპიტალსი უკრაინის მხარდასაჭერ აქციაში აქტიურად არის ჩართული. კომპანიამ სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად, ქვეყანაში ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაგზავნა და მისი მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზიც აამოქმედა.

ამასთან, საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეები უფასო სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ. უფრო კონკრეტულად კი მათ გაეწევათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ექიმის კონსულტაცია.

უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი მოიცავს პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, სხვადასხვა საჭირო მედიკამენტსა და არსებულ ვითარებაში ყველაზე აუცილებელ სამედიცინო საშუალებებს.

როგორც ჯეო ჰოსპიტალსში განმარტავენ, კომპანიას სურს, თანადგომა გამოხატოს მეგობარი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მიმართ და მოკრძალებული წვლილი შეიტანოს მათს მხარდასაჭერად.

„სამედიცინო პერსონალმა, ისე როგორც არავინ, ვიცით ადამიანის სიცოცხლის ფასი. გვსურს, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში თანადგომა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიმართ და მის მოქალაქეებს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ,“ - აცხადებენ კომპანიაში.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად უკრაინის მოქალაქეებს 24-საათიან რეჟიმში შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 0322505222.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს