რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება მიმდინარეობს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება აქტიურად მიმდინარეობს.

პროცესში აქტიურად არიან ჩართულები, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მერი, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მუნიციპალიტეტების - ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის მერების, ასევე კერძო და სამოქალაქო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით, პირველადი მოხმარების ნივთებისა და საკვები პროდუქტების შეძენა განხორციელდა.

«საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს აქტიურად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების პროცესი, ჩვენი მეგობარი, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. პროცესში ჩართულია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტი, ასევე რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. ამჟამად მიმდინარეობს დატვირთვის პროცესი. შეგროვდა, საერთო ჯამში, დაახლოებით 4 ტონამდე ტვირთი. სხვადასხვა სახის დასახელების სასურსათო საქონელი, ჰიგიენური საშუალებები, რომელიც უახლოეს მომავალში გაიგზავნება უკრაინაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი საქართველოს მთავრობის დახმარებით განახორციელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს