რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონი უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება აქტიურად მიმდინარეობს.
ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ძალისხმევით, 4 ტონამდე პირველადი მოხმარების ნივთებისა და საკვები პროდუქტების შეძენა განხორციელდა.
„ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.
პროცესში ჩართულია რაჭა - ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























