გოჩა ენუქიძის განცხადებით, ონში საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, ონში საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის პრესსამსახურის ცნობით, გოჩა ენუქიძემ სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ონის საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ბაღის შენობას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, შეიცვალა სასმელი წყლისა და ელექტროგაყვანილობის სისტემები, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა და მოწესრიგდა როგორც შიდა, ისე გარე ფასადი. ბაგა-ბაღის ეზოში, ასევე, ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო.

„ამჟამად, საბავშვო ბაღში, მონიტორინგის შედეგად, გამოკვეთილი ხარვეზების გამოსწორება მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება. ონის საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში მიიღებს“, - განაცხადა ენუქიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა