სოფელ ჩალაუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სოფელ ჩალაუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო მიკროავტობუსის ოთხმა მგზავრმა, აქედან სამი დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის "ჯეო- ჰოსპიტალსის" კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობით მოათავსეს, ერთი კი გარდაიცვალა.

დაშავებულებს ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.