„დემოკრატის კვლევის ინსტიტუტი“ ომის პროპაგანდისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას მოითხოვს. ორგანიზაცია, საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, ომის პროპაგანდის შემთხვევაში საკანონმდებლო დონეზე, ეფექტიანი სანქციების პაკეტის შემუშავება დაიწყოს.
მათივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობა ომის პროპაგანდის შემთხვევაში ადეკვატური რეაგირების მექანიზმს არ ითვალისწინებს. კანონმდებლობით დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ ომის პროპაგანდის შემთხვევაში, თვითრეგულირების მექანიზმი არაეფექტიან საშუალებად უნდა ჩაითვალოს.
„2020 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის ფონზე, სამაუწყებლო კომპანია „ალტ ინფოს“ ეთერში განსაკუთრებით აგრესიულად ვრცელდება მკვეთრად პრორუსული და პროკრემლისტური ნარატივები. სხვა არაერთი ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, საქართველოს სამაუწყებლო ეთერებში ჯერ კიდევ მიმდინარეობს რუსეთის მიერ წამოწყებული ომის გამართლება.
რუსული პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელებისგან დაცვა და მისი საფრთხედ აღქმა, დასაშვებია საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (საქართველოს კონსტიტუცია, მუხ. 17.2, 17.5). „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტი ნებისმიერი სახის ომის პროპაგანდას კრძალავს.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი (ICCPR) გამოხატვის თავისუფლებად არ მიიჩნევს ომის პროპაგანდას ან სიძულვილის ენას, რომელიც დისკრიმინაციის, მტრობის და ძალადობისკენ სწრაფვას გულისხმობს . ევროსასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით კი, მაუწყებლობა კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული დაცვის უფლებით ვერ ისარგებლებს, თუ უფლების გამოყენება კონვენციის ღირებულებების საწინააღმდეგო მიზნებისთვის ხდება, რაც მოიცავს ძალადობის მხარდაჭერას და კონვენციის მე-17 მუხლით დადგენილ (უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვას) არღვევს.
2022 წლის 27 თებერვალს ევროკავშირის ევროპული კომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რუსეთის სახელმწიფოს მედია საშუალებების მაუწყებლობა აიკრძალება უკრაინაში პუტინის ომის გამართლების მიუღებლობის საფუძვლით. ევროკავშირის მიერ რუსული პროპაგანდისტული მედიის აკრძალვის შესახებ მუშაობის დაწყებას წინ უსწრებდა ლატვიის ელექტრონული მასმედიის ეროვნული საბჭოს (NEPLP) თავმჯდომარის ივარს აბოლინსის ინიციატივა რუსული პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობის წლობით შეზღუდვის შესახებ . აღსანიშნავია, რომ პოლონეთის მაუწყებლობის ეროვნულმა კომისიამ რუსული არხების რეგისტრაციის მაუწყებლობიდან მოხსნის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ესტონეთის მომხმარებელთა დაცვისა და ტექნიკური რეგულაციების უწყებამ რუსულ ენაზე მიმდინარე არხები ამორიცხა მაუწყებლობიდან. დიდი ბრიტანეთის მედია მარეგულირებელმა OFCOM-მა პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მიმართვის შემდეგ რუსული პროპაგანდის მხარდამჭერი მედია საშუალების ლიცენზიის გადახედვის პროცესი დაიწყო „დამაზიანებელი დეზინფორმაციის” გავრცელებისგან თავის არიდების მიზნით.
საქართველოს კანონმდებლობა ომის პროპაგანდის შემთხვევაში ადეკვატური რეაგირების მექანიზმს არ ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი ომის პროპაგანდას არაერთმნიშვნელოვნად კრძალავს, დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.
„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია განიხილავს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საკითხს, თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან სალიცენზიო პირობებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.
„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის თანახმად, მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძვლის აღმოუფხვრელობა. გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად სანქციის სახით უკვე გამოყენებული უნდა იყოს წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. შესაბამისად, მაუწყებლობის ლიცენზიის გასაუქმებლად მინიმუმ სამი საკომისიო მიმართვა და განხილვა არის საჭირო.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კომისიისთვის მიმართვა ყველას არ შეუძლია. კომისია კი საკუთარი ინიციატივით დარღვევის განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით იღებს.
აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შესახებ 2010/13/EU ევროდირექტივით შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება განსაზღვრულია ასოცირების ხელშეკრულებით. „აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შესახებ 2010/13/EU ევროპული დირექტივის 1-ლი მუხლის 44, 94 პუნქტებისა და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისა თანახმად, თვითრეგულირების მექანიზმი ეფექტიან საშუალება უნდა წარმოადგენდეს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ომის პროპაგანდის შემთხვევაში, თვითრეგულირების მექანიზმი არაეფექტიან საშუალებად უნდა ჩაითვალოს.
შესაბამისად, ევროპული სახელმწიფოების გამოცდილების გათვალისწინებით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:
„ალტ-ინფოზე გაჟღერებული რუსული პროპაგანდისტული ნარატივები:
„რუსეთი ერიდება მძიმე არტილერიისა და ავიაციის გამოყენებას დასახლებულ პუნქტებში. შესაბამისად, რუსეთს დიდწილად უწევს შტურმითა და სამხედრო დანაკარგებით აღსავსე ოპერაციის ჩატარება. მე, მაგალითად, რუსების ადგილას უფრო აქტიურად გამოვიყენებდი. სუფთა სამხედრო თვალსაზრისით რომ შევხედოთ, შეიძლება ქალაქი დაზიანდეს, მაგრამ თუ მოწინააღმდეგე თავად შედის ქალაქში, ე.ი ისიც არ ინდობს მშვიდობიან მოსახლეობას. მიუხედავად ამისა, რუსები ერიდებიან მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში“.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"