ამბროლაურის სალოტბარო სკოლაში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით ამბროლაურის სალოტბარო სკოლაში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

დეპუტატის განცხადებით, განახლებულ შენობაში ქართული ხალხური სიმღერის შესწავლას მოსწავლეები მალე შეუდგებიან.

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა სალოტბარო სკოლა ამბროლაურში 2015 წელს გახსნა.

„სწორედ ამ წელს დაიწყო ფოლკლორის ცენტრის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება - საქართველოს მუნიციპალიტეტებში სალოტბარო სკოლების გახსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს ქართული ხალხური სიმღერა - გალობის შესწავლა უფასოდ შეუძლია. საქართველოს რეგიონებში უკვე 29 სალოტბარო სკოლა მოქმედებს.

ამბროლაურის სალოტბარო სკოლაში 25 მოსწავლეს ქართულ მრავალხმიანობას ლევან ბერელიძე და დავით ხირტლაძე ასწავლიან“, - ნათქვამია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა