მარნეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დასრულდა

მარნეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დასრულდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილია 1 232 000 ლარი, რომლითაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

„კრებებზე ადგილობრივებმა დასახლებების მიხედვით განსაზღვრეს, თუ რა ტიპის პროექტი განხორციელდება 2022 წელს მათ სოფლებში.

აღსანიშნავია, რომ კონსულტაციები მერის, კენან ომაროვის ბრძანებით განსაზღვრული სამი სამუშაო ჯგუფის მიერ, მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის 77 სოფელში გაიმართა.

მოსახლეობასთან გამართულ ბოლო შეხვედრებს სამუშაო ჯგუფთან ერთად, მერის მოადგილე თემურ შუბითიძე ესწრებოდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.