ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ბათუმში ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, რომ უკრაინელ ხალხს მეტი მხარდაჭერა გამოუცხადონ, რათა რუსული აგრესია შეჩერდეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი ნაწილი უკრაინაში მოხალისედ წასვლას გეგმავს.

დღესვე შეკრებილებმა განაცხადეს, რომ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი ბათუმში რამდენიმე ლოკაციაზე გროვდება.

“დიდება უკრაინას, პუტინის ძალაუფლება მალე დაინგრევა. უკრაინელი ხალხი ამ ომიდან გამარჯვებული გამოვა. აქ იმიტომ, შევიკრიბეთ რომ უკრაინელ ხალხს ჩვენი მხარდაჭერა დავანახოთ, ისინი არ არიან მარტო. ქართველებს ყველაზე კარგად გვესმის და გვტკივა, რაც დღეს უკრაინაში ხდება”, - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.