აჭარის მთავრობის სახლთან "სირცხვილიას" ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან "სირცხვილიას" ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს

"ჩაიკეტოს რუსეთთან საზღვრები",- ამ მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან მოძრაობა ”სირცხვილიას” წევრები აქცია-პერფორმანს მართავენ.

შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფოტოები დაწვეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა ქვეყანაში, სამომავლოდ საქართველოს საფრთხეს შეუქმნის.

“აქციის მიზანია, ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთთან. საფრთხეები არის იგივე, რაც უკრაინაში. დივერსანტების გადმოსვლა ჩვენს ქვეყანაში, სამომავლოდ გულისხმობს პუტინის შემოსვლას თავისი მოქალაქეების დასაცავად. რუსეთიდან და ბელარუსიდან ათასობით ადამიანები შემოდის, ისინი ბანკომატებიდან თანხების გამოტანას და ახალი ქართული ნომრების აღებას ცდილობენ. უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენა სურთ, რაც სამომავლოდ საფრთხის შემცველია”, - აცხადებენ მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები.