იოსებ ხახალეიშვილმა სპორტსმენ ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისელ სპორტსმენ ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მერმა წარმატებულ სპორტსმენებს მერიაში უმასპინძლა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
"8 მარტის დღესასწაულს ვულოცავ ყველა ქალბატონს! დღევანდელი დღე განსაკუთრებულად ჩვენს სპორტსმენ ქალბატონებს მივულოცეთ. მათ ქუთაისი თავიანთი მიღწევებით, არაერთხელ ასახელეს. ქუთაისი რომ წარმატებული სპორტული ქალაქია, ამ ქალბატონების დამსახურებაცაა.
ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზეც, რაც დღეს გვაქვს სპორტის სფეროში. მჯერა, ეს ახალგაზრდა სპორტსმენები და მათი მწვრთნელები კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მიაღწევენ და საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ჰიმნს ბევრჯერ ააჟღერებენ!"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

























