მერი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ქუთაისში უკრაინის მოქალაქეებს შეხვდნენ

მერი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ქუთაისში უკრაინის მოქალაქეებს შეხვდნენ

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე უკრაინის იმ მოქალაქეებს შეხვდნენ, რომლებმაც დროებით ქუთაისს შეაფარეს თავი.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინელებისგან მიიღეს ინფორმაცია, თუ რა დახმარება ესაჭიროებათ ამ ეტაპზე და თანადგომას დაჰპირდნენ.

ამასთან, უკრაინელ ქალბატონებს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

უკრაინელებმა მადლობა გადაუხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებს და აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ის დახმარება, რასაც საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად ახორციელებს.