გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის კრებები გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის კრებები გრძელდება. გორის მერიის ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ესწრება.
მათივე ცნობით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივები სოფლის კრებებზე განიხილავენ. სოფლებში უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს, პროგრამის ფარგლებში, ძირითადად მოეწყობა გარეგანათება, სკვერები, გარე მოხმარების სპორტული მოწყობილობა და მოწესრიგდება შიდა გზები.
2022 წელს პროგრამით გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























