ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2022

მზადება მასიური იერიშისთვის - გაუძლებს თუ არა კიევი და რა რესურსი დარჩათ მხარეებს
გარდამტეხი 10 დღე - რა პროცესის დაწყებას პროგნოზირებენ თუ უკრაინა ამ პერიოდს გაუძლებს
***
მზადება მასიური იერიშისთვის - გაუძლებს თუ არა კიევი და რა რესურსი დარჩათ მხარეებს
“სიმშვიდე დიდი ქარიშხლის წინ - ასე აფასებენ ანალიტიკოსები სამშაბათისთვის უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას. ასეთივე პროგნოზი აქვს უკრაინულ სარდლობას. მათი ცნობით, რუსებმა ძალების გადაჯგუფება დაასრულეს და კიევზე ახალ შტურმს ამზადებენ. ნეგატიური დასავლელი პოლიტიკოსების მოლოდინიც, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინაში "უარესი ჯერ კიდევ წინ არის". გაუძლებს თუ არა კიევი ახალ შეტევას და რა შეიძლება მოხდეს უახლოეს დღეებში? ბოლო 3 დღეა, რაც უკრაინაში ბრძოლები ისეთი ინტენსიური აღარაა. დღის განმავლობაში მხარეებს "სიჩუმის რეჟიმი" აქვთ გამოცხადებული და ჰუმანიტარულ კორიდორებს აწყობენ. თუმცა, უკრაინული მხარის ცნობით, რუსები შეთანხმებას არღვევენ და პერიოდულად ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების ზონის დატოვებას ცდილობენ. პარალელურად გრძელდება საჰაერო დარტყმები უკრაინულ ქალაქებზე, მათ შრის სამოქალაქო ობიექტებზე”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მზადება მასიური იერიშისთვის - გაუძლებს თუ არა კიევი და რა რესურსი დარჩათ მხარეებს
"ანალიტიკოსთა აზრით, ეს პერიოდი მებრძოლმა მხარეებმა ძალების მოსაკრებად გამოიყენეს და გამორიცხული არაა, რომ უკვე ოთშაბათიდან ინტენსიური ბრძლები ბრძოლები ისევ ყველა მიმართულებით განახლდეს. მითუმეტეს, რომ უკრაინული სარდლობის ცნობით,რუსულმა ძალებმა დაასრულეს გადაჯგუფება და კიევზე მასიური იერიშისთვის ემზადებიან. ტელეგრამ არხებზე ვრცელდება კადრები, სადაც ასახულია რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ბელარუსის გავლით უკრაინის მიმართულებით. ვიდეოებში ჩანს, რომ რუსეთის სამხედრო ტექნიკა ბელარუსის ავტობანზე გადაადგილდება, რომლებსაც "ისკანდერები" და სხვა ტიპის შეიარაღება შეაქვთ. ვითარების მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ დასავლეთშიც. "ჩვენ უნდა მოვემზადოთ უარესისთვის, უარესი ჯერ კიდევ წინ არის", - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და რუსეთის თავისუფალი სამყაროსგან იზოლირების მოწოდებით გამოვიდა. ბლინკენმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ აშშ "აგრძელებს იმედს უკეთესობისკენ", მაგრამ "უარესისთვისაც მზადაა", - აღნიშნავს გამოცემა.
"უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთმა სამშაბათსაც დაარღვია შეთანხმება - მათ მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს ჰუმანიტარული დერეფნით ქალაქიდან გასვლის საშუალება არ მისცეს და ცეცხლი გაუხსნეს. სუმის საცხოვრებელი უბნების რუსეთის მიერ დაბომბვის შედეგად ნანგრევიდან 9 დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, მათგან ორი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელწიფო სამსხურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსებმა კიევში საბერძნეთის, სლოვენიის, აზერბაიჯანისა და ალბანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობები დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ალყაში მოქცეულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში, დეჰიდრატაციის შედეგად ბავშვი ტრაგიკულად გარდაიცვალა, მისივე თქმით, მარიუპოლი ამჟამად წყლის, ელექტროენერგიისა და საკვების დეფიციტს განიცდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო დღეებში უკრაინის საავადმყოფოებზე, სასწრაფო დახმარების მანქანებსა და ჯანდაცვის ცენტრებზე თავდასხმები გაიზარდა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მარაგი იწურება. "სი-ენ-ენ"-ის ინფორმაციით, ლვოვის ეროვნული მუზეუმის ექსპონატები სარდაფში დამალეს, რათა კულტურული საგანძური რუსეთის შესაძლო თავდასხმისგან გადაარჩინონ. უკრაინიდან ლტოლვილთა რიცხვმა 2 მილიონს მიაღწია - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი "ტვიტერის" გვერდზე წერს, - განაგრძობს გამოცემა.
"როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, კიევის აღების საფრთხე ისევ არის, თუმცა უკრაინელებმა საინტერესო თავდაცვითი სტრატეგია აირჩიეს. "უკრაინის შეიარაღებული ძალები ღრმა თავდაცვითიდან აქტიურ თავდაცვით სტრატეგიაზე გადავიდნენ. უკრაინელებმა ძალიან საიტერესო სამხედრო სტრატეგიული მიდგომა განახორციელეს - ისინი თითოეული მთავარი რეგიონის ირგვლივ ე.წ. ძირითად სამხედრო ბირთვებსა და საყრდენ ზონებს ქმნიან. მანევრირებადი ბრძოლის ტაქტიკას ახორციელებენ, სადაც მათ შორის გამოიყენება ოპერატიულ-ტაქტიკური საბატალიონო ჯგუფები. მათ რუსებისგან ოპერატიული ტაქტიკური ელემენტები გამოიყენეს, სატანკო შენაერთები გააძლიერეს და ეს მანევრირებადი ჯგუფები უკრაინულ ქალაქებსა და რეგიონებს უკვე ეფექტურად იცავენ. "ფაქტიურად, ესაა წრიული თავდაცვის სტრატეგია, რომელიც მოიცავს თავდაცვითი და შემტევითი კომბინირებულ ოპერაციების განხორციელებას. ეს ახალი მოდელია და ჩვენებმაც რომ გადმოიღონ, ძალიან კარგი იქნება. ასეთი ტაქტიკა და სტრატეგიას ჯერ კიდევ უკრაინის მეამბოხეთა არმია (უპა) იყენებდა 1940-1965 წლებში. ახლა ეს სტრატეგიული მიდგომა თავიანთი წინაპრებისგან გადმოიღეს და თანამედროვე საბრძოლო რეალიებს მიუსადაგეს. რუსებმა თუ შეძლეს და ეს საყრდენი ბირთვები გაანადგურეს, მერე უკვე მიეცემათ საშუალება, რომ მათთვის სასურველ სტრატეგიულ ადგილზე გადავიდნენ. "სამწუხარო რეალობაა, მაგრამ კიევის აღების საფრთხე არ მოხსნილა და რესურსი რუსებს კვლავ დარჩათ. რუსებს ხელში ოპერატიული და სტრატეგიული ინიციატივა დარჩათ - ესაა ჰაერი და ზღვა. "უკრაინელებმა ოპერატიული ჯგუფი "თავისუფლება" შექმნეს, რომელიც სწორედ დონბასის ტერიტორიას იცავს, მათ შორის მარიუპოლს და იმ ადგილს, სადაც "ქართული ლეგიონი" მოქმედებს. "ამავე ოპერატიულ შენაერთში შედის ხარკოვის მიმართულებაც, რომელსაც ოკუპანტებმა ვერაფერი უყვეს”, - დასძენს გამოცემა.
"გარდა კიევისა, საფრთხე კიდევ არის ოდესისა და ნიკოლაევის მიმართულებით. "კონკრეტულ რესურსებზე საუბარი ომის დროს რეკომენდებული არაა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ უკრაინელებს რესურსი აქვთ დასავლეთიდან მოხალისეებისა და შეირაღების სახით. სამწუხაროდ, რუსეთსაც აქვს რესურსი. ორივე მხარე ცდილობს, რომ ის პოტენციალი, რაც აქვთ ბოლომდე გამოიყენონ და მერე დამატებითი რესურსები ჩართონ. "საბრძოლო მოქმედებები სამხედრო სტრატეგიული კუთხით შესაძლოა კიდევ ერთ თვეს გაგრძელდეს. მხარეები მიჩუმათდნენ იმიტომ, რომ ამას მოლაპარაკბების რაუნდები დაემთხვა, ასევე დღესასწაული (8 მარტი) და შესაძლოა, საბრძოლო მოქმედებები უკვე 9 მარტიდან განახლდეს. თან ამას დაემთხვა ისიც, რომ ხარკოვიდან, მაროუპოლიდან და კიევიდან ჰუმანიტარული კორიდორები გაიხსნა. "ახლა მთავარია რაც შეიძლება მეტი მშვიობიანი მოსახელობა გავიდეს დიდი ქალაქებიდან, რადგან რუსები უკვე ბარბაროსულ განადგურების სტრატეგიაზე გადავიდნან და არავის ინდობენ. რაც მათ 1999 წელს გროზნოში გააკეთეს, უკრაინაში ახლა იგივეს იმეორებენ. პირველ ხანებში ცდილობდნენ, რომ მეტ-ნაკლებათ თამაშის წესები დაეცვათ, როგორც სირიაში. მაგრამ მერე უკვე ჩეჩნურ სტრატეგიაზე გადავიდნენ," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია კი "რეზონანსთან აცხადებს, რომ კიევზე შეტევა პუტინისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველა რესურსებ სწორედ აქეთ მიმართავს. "პუტინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიევზე შეტევა მიიტანოს და რაღაცნაირად აიღოს, რადგან მიაჩნია, რომ ეს უკრაინის წინააღმდეგობას გატეხს. უკრაინული წინააღმდეგობის ფორპოსტი იქაა. "პუტინისთვის ეს უკვე პრესტიჟს საქმე გახდა და როგორც ახლა ამბობენ, ფაქტიურად ყველა ძალა კიევისკენ იქნება მიმართული. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ შეტევას სხვა ადგილებზეც არ მიიტანენ. "უკრაინისცის დახურვა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამ ომში გარდატეხა მოახდინოს. ეს სხვადასხვა სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ რომ მოხდეს, მაშინ უკვე შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს. "როგორც ჩანს უკრაინას სამხედრო რესურსის და კონკრეტულად იარაღის პრობლემა არ აქვთ. აქ შესაძლოა კვალიფიციური სამხედრო მოსამსახურეების პრობლემა იყოს, რადგან თანამედროვე ტექნიკას შესაბამისი მართვა უნდა და უკრაინა ყველა ამ ადამიანის დატრენინგებას ვერ მოასწრებდა. "ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან მოხალისეები ძველი ვეტერანები და სხვა გამოცდილი ხალხი წავიდეს. უკრაინას ჯარისკაცების პრობლემა არ აქვს, მაგრამ ტექნოლოგიებს მართვის გამოა საჭირო გამოცდილი კადრები. "ამბობენ, რომ სამხედრო მოქმედებები იმიტომ შენელდა, რომ ახლა ემზადებიან - ჩეჩნების დაჯგუფება, "ვაგნერი", კიდევ სხვები გაერთიანებას აპირებენ, რომ კიევზე შტურმი მიიტანონ. ძნელია გაიგო დანარჩენ რეგიონებზე რუსეთს რა გეგმები აქვს. პუტინისთვის დღევანდელი მისი მდგომარეობა მისი ეგოსთვის პირდაპირი დარტყმაა და ის არაფრით არ დაუშვებს ახლა, რომ ასე გაჩერდეს. "მოლაპარაკებებზე ახლა უკრაინას რაც შესთავაზეს, ფაქტიურად კაპიტულაციას ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ ახლა უკრაინამ გაუძლოს. პუტინს მაინც არ სჯერა დაფიქრობს, რომ პირველ ჯერზე რაღაც არ გამოუვიოდა და რაღაცაშია საქმე. აქ კი საქმე ისაა, რომ მართლა სახალხო წინააღმდეგობას წააწყდენ და ამ ომის ასე მოგება ფაქტიურად შეუძლებელია, ქალაქები რომ აიღონ, ამ ქვეყნის დამორჩილება მაინც ძალიან რთული იქნება," - განაცხადა კაკაჩიამ”, - წერს სტატიის ავტორი.
გარდამტეხი 10 დღე - რა პროცესის დაწყებას პროგნოზირებენ თუ უკრაინა ამ პერიოდს გაუძლებს
„უკვე ორი კვირაა, რაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს - ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალ კრიტიკულ ათ დღეს პროგნოზირებს და აცხადებს, რომ ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი იძულებული გახდება მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვითარების ასეთ მოკლევადიან გარდატეხას მხოლოდ ექკონომკური სანქციები ვერ მოახდენს. ამასთან ერთად სხვა ფაქტორებიც მოქმედებენ, როგორიცაა დასავლეთიდან სამხედრო დახმარება და თავად რუსული ჯარის დანაკარგები. „მას შემდეგ, რაც აშშ რუსულ ნავთობსა და გაზს მიატოვებს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, გარდამტეხი 10 დღე - რა პროცესის დაწყებას პროგნოზირებენ თუ უკრაინა ამ პერიოდს გაუძლებს
„რუსეთის ფედერაციამ ვერ გაიგო, რამდენად შორს წავიდა პუტინი თავის ავანტიურაში და მათ რაიმე სახის გამარჯვება მაინც სჭირდებათ, სანამ პროდუქტულ მოლაპარაკებებს აიძულებენ. ჩვენი ამოცანაა, გადავრჩეთ მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში. შემდეგ, დიდი ალბათობით, პუტინი იძულებული გახდება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს" - აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველი ვადიმ დენისენკო. ოთხშაბათს დილიდან კიევსა და მიმდებარე რაიონებში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის, ამოქმედდა განგაშის სიგნალი. ქვეყნის რამდენიმე ქალაქიდან ჰუმანიტარული დერეფნებით ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს, ეს ლოკაციებია: ენერგოდარი-ზაპოროჟიე, სუმი-პოლტავა, მარიუპოლი-ზაპოროჟიე, ვოლნოვახა-პოკროვსკი, იზიუმი-ლოზოვაია და კიევის ოლქის ქალაქებიდან, ბუჩიდან, ვორზელიდან, ირპინიდან, ბოროდიანკიდან და გოსტომელიდან დედაქალაქ კიევისკენ, - აღნიშნავს გამოცემა.
„ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ მიუხედავად სამხედრო წარუმატებლობისა და ეკონომიკური სირთულეებისა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა შესაძლოა უკრაინაში ვითარების კიდევ უფრო მეტად ესკალაციის გადაწყვეტილება მიიღოს. „ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ნაკლებსავარაუდოა პუტინი შეაჩეროს მსგავსმა წარუმატებლობამ და მიიჩნევენ, რომ მას შეუძლია ვითარების შემდგომი ესკალაცია, თავისი ძალისხმევის გაორმაგებით, რათა მიაღწიოს უკრაინის დემილიტარიზაციას", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ეკონომიკურ სანქციებს ასე მალე შედეგი ვერ ექნება. მისი თქმით, შესაძლოა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე დამატებით გარემოებასაც გულისხმობდეს, მათ შორის სამხედრო დამხარებას და რუსეთის დანაკარგებს”, - განაგრძობს გამოცემა.
„საქნციებს ასე მალე ეფექტი ვერ ექნება, რუსეთში ომის მომხრეთა პროცენტული მაჩვნებელი ჯერჯერობით მაღალია და ამიტომაც არა მგონია ეკონომიკურმა საქნციებმა ეს პრობლემა 7-10 დღეში მოაგვაროს. როგორც ჩანს, მისი აზრით, რუსეთის შეიარაღებული ძალები დანაკარგს ვეღარ შეავსებენ და რეზერვი არ ეყოლება. შესაძლოა ეს განცხადება ფსიქოლოგიური ხასიათისაა. „აშშ-ის მიერ ნავთობროდუქტების იმპორტის შეწყვეტას რუსეთზე შესაძლოა დიდი გავლენა მაინცდამაინც არ ჰქონდეს, საქნციებს უფრო საშუალოვადიანი პერსპექტივა აქვს და არა მოკლევადიანი. ალბათ, დენისენკო იმედოვნებას, რომ უკრაინელები დასავლეთისგან რეალურ სამხედრო დახმარებას მიიღებენ, 70 საბრძოლო თვითმფრინავის სახით. ამით შესაძლოა უკონტროლო ცის პრობლემა ნაწილობრივ მოიხსნას. „რადგან პროცესი დაიძრა და პოლონელებმა ამერიკელებს შესთავაზეს, რომ თვითმფრინავებს გაუგზავნის, შესაძლოა უკრაინელებს ამისი იმედი უფრო აქვთ. ასევე, იმ მოხალისეების, რომლებიც უკრაინაში ჩადიან, ეს ორი მოკლევადიანი რესურსი აქვთ. „გუშინ წყნარი ღამე იყო, მაგრამ ჩემი აზრით ოთხშაბათიდან საბრძოლო მოქმედებები განახლდება, მისი დინამიკა უკვე ჩანს, ჩემი აზრით, ომი ერთ თვემდე მაინც გაგრძელდება" - განაცხადა მაისაიამ, - დასძენს გამოცემა.
„როგორც ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, მოსალოდნელია, რომ 7-10 დღეში გარდატეხა მოხდეს, მაგრამ პუტინმა თუ შეატყო, რომ აგებს, ვა ბანკზე წამსვლელია. „მოსალოდნელია, რომ 7-10 დღეში გარდატეხა მოხდეს, ოღონდ ეს ნავთობპროდუქტებზე არაა დამოკიდებული. ამერიკა რუსულ ნავთობსა და გაზზე იმდენად არაა დამოკიდებული, როგორც ევროპის ქვეყნები. თუ ევროპაც მოახერხებს, რომ ნაბიჯები გადადგას, რუსეთისთვის ეს სერიოზული დარტყმა იქნება. „ენერგეტიკა რა თქმა უნდა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ, ამასთან ერთად სხვა ფაქტორებიც მოქმედებენ. თუნდაც რუსეთიდან კაპიტალის გადინება. რუბლის გაუფასურება, კომპანიების მიერ საქმიანობის შეჩერება და სამხედრო ფაქტორები. რუსეთმა დაახლოებით 12 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. პლუს ტყვეები და დაჭრილები. თუმცა, მათი საერთო რაოდენობა ჯერჯერობით ბოლომდე არაა დადგენილი, ასევე, რუსეთს სამხედრო ტექნიკის დანაკარგები აქვს. „ამ ერთობლიობიდან გამომდინარე, რუსეთი იძულებული გახდება, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. ახლა მაინც ცდილობს, რომ სუმი და მარიუპოლი დაიკავოს, კიევს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან შეუტიოს. უკრიანულმა მხარემ განაცხადა, რომ 10 დღე უნდა გაუძლოს უკრაინამ. „არაა გამორიცხული, რომ პუტინი ვა ბანკზეც წავიდეს და დამატებითი ძალები მოიხმოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთში ხელისუფლება დასრულდება. ყველაზე უკიდურეს შეწმთხვევაში ესაა ბირთვული იარაღის გამოყენება, თუმცა, ამის თეორიული შანსი ძალიან ცოტა 2-3%-ია. ეს რუსეთისთვისაც ძალიან რთულია, რადგან ვიცით, რომ იგივე რაოდენობის ბირთვულ პოტენციალს აშშ-ც ფლობს. „უფრო მეტი შანსია, რომ პუტინმა უკიდურეს ვარიანტში სხვა რეგიონებიდან ჯარებს უხმოს, მაგალითად იგივე შორეული აღმოსავლეთიდან, ან ჩრდილოეთ კავკასიიდან გაიწვიოს" - განაცხადა ჩიტაძემ. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მხოლოდ ეკონომიკური სანქციები ასე მოკლე პერიოდში ვერ იმოქმედებს, მას რამდენიმე კვირა მაინც დასჭირდება. „რუსული ექსპორტის შეზღუდვის აშშ-ის ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მის შემოსავლებს პრაქტკულად პირდაპირ დარტყმას აყენებს. ვიცით, რომ რუსეთი ე.წ. ნავთობის ნემსზეა უკვე კარგა ხანია, რა თქმა უნდა, მის უნარს მკვეთრად შეზღუდავს დააფინანსოს სამხედროები, ეს სამხედრო ოპერაცია და ა.შ. „გასაგებია და ამას უნდა შევეგუოთ, რომ ამას დრო დასჭირდება, ეკონომიკური პროცესები 24 საათში არ ვითარდება და ალბათ რამდენიმე კვირა დასჭირდება, რომ ამან შედეგი მოიტანოს. „სვიფტის" საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.ნავთობისა და გაზის ექსეპორტის შეზღუდვა კი რუსეთს ფაქტიურად ისეთ მდგომარეობაში აყენებს, როგორშიც დასავლეთმა თავისი ბირთვული ამბიციების გამო ირანი ჩააყენა. „დაველოდოთ როდის დაემსგავსება რუსეთის მდგომარეობა ირანისას. ეს მოსაზრება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა რუსეთის ამბიციების აღკვეთისა."- განაცხადა მენაღარიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

























