გორის მერიამ „შალომ კლუბ შიდა ქართლთან“ მემორანდუმი გააფორმა

გორის მერიამ „შალომ კლუბ შიდა ქართლთან“ მემორანდუმი გააფორმა

გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ „შალომ კლუბი შიდა ქართლს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.როგორც გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დოკუმენტს გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და ა(ა)იპ „შალომ კლუბი შიდა ქართლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კაპანაძემ მოაწერეს ხელი.

მათივე ცნობით, თანამშრომლობა მიზნად ისახავს საგანმანათლებლო, საინფორმაციო, ეკონომიკური და სოციალური პროექტების განხორციელებით, მოქალაქეთა ჩართულობის ზრდასა და ადგილობრივების ეკონომიკური მდგომარების გაძლიერების ხელშეწყობას.

„პროექტები გორის მუნიციპალიტეტში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდება. შეთანხმების მიხედვით, ა(ა)იპ „შალომ კლუბი შიდა ქართლი“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სამედიცინო სფეროს განვითარების მიზნით, განხორციელდება პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ისრაელში აპრობირებული ინოვაციური ტექნოლოგიების გორის მუნიციპალიტეტში დანერგვას. გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კლუბის წარმომადგენელს სამომავლო თანამშრომლობას დაჰპიდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.