გოჩა ენუქიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ამბროლაურში სამკერვალო საწარმო "რაჭა 2020“ დაათვალიერა

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, მხარის რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ამბროლაურში სამკერვალო საწარმო ,,რაჭა 2020“ დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს.

დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნული საწარმო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გასული წლის მაისიდან ფუნქციონირებს და სპეციალური დანიშნულების ტანსაცმელს აწარმოებს.

ამ ეტაპზე, სამკერვალოში 10-მდე ადგილობრივია დასაქმებული, თუმცა კადრების არსებობის შემთხვევაში, საწარმო 50-მდე ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავსი ტიპის ობიექტები ფუნქციონირებდეს მთელი რეგიონის მასშტაბით, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალ შესაძლებლობას სთავაზობს დასაქმებისთვის.

დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა სწორედ მთავარი პირობა, მიგრაციის მაჩვენებლის შესამცირებლად და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო