მარნეულში ესტონური ორგანიზაცია PACE-ის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე მერიის ხელმძღვანელ პირებთან და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ესტონური ორგანიზაცია PACE-ის ექსპერტებს შეხვდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მარნეულში ახალგაზრდული გამოწვევების, საჭიროებების და სამომავლო ერთობლივი პროექტების შესახებ ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი „ნაბიჯი წინ“, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა გაიმართა, ესტონური ორგანიზაცია PACE - ის და ორგანიზაცია „კავკასიის ახალგაზრდული კავშირის“ ფარგლებში ხორციელდება.
პროექტის მთავარ მიზანს არასამთავრობო ორგანიზაციების და ახალგაზრდული მუშაკების შესაძლებლობების გაძლიერება და სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

























