ქვემო ქართლის რეგიონიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 20 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა

პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ამ ეტაპზე, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.
ამასთან, გიორგი დოხტურიშვილის ორგანიზებით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, რეგიონის მასშტაბით, 20 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება მოხდა.
მერიის ინფორმაციით, ქვემო ქართლიდან, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი დღეს გაიგზავნა. ასევე, პროცესის მიმდინარეობას, საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე და მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, ადგილზე პირადად გაეცნენ.
მარნეულის მერიის განმარტებითვე, აქციის ფარგლებში, რომელიც მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ორგანიზებით წარიმართა, რეგიონის მასშტაბით, 20 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება მოხდა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების რუსთავის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროსა, მარნეულის, წალკის მერების ასევე, კერძო და სამოქალაქო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით, პირველადი მოხმარების ნივთებისა და საკვები პროდუქტებისა შეძენა განხორციელდა.
ამასთან, აღნიშნული აქცია მუნიციპალიტეტებში კვლავ გაგრძელდება.

























