ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ტრაილერების გადაადგილება აღდგა

ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ტრაილერების გადაადგილება აღდგა

ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ტრაილერების გადაადგილება აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.