"ნექსთ ჯგუფი" - შენი ინვესტიცია შესაძლებლობების ზედა ზღვარზე ცხოვრებისთვის

"ნექსთ ჯგუფი" საინვესტიციო დეველოპერული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბრენდებთან კოლაბორაციით აშენებს ხუთ ვარსკვლავიან კომპლექსებს საქართველოში, ბათუმში, შავი ზღვის პირველ ზოლში, რითაც ქმნის სანდო საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში.
"ნექსთ ჯგუფის" ხუთწლიანი მუშაობის შედეგი ორი დასრულებული და ოთხი მშენებარე პროექტია, აქედან ორი კი საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებთან კოლაბორაციის შედეგად შექმნილი ხუთ ვარსკვლავიანი პროექტია.
კომპანიის მონაცემები:
- 5 პარალელური პროექტი.
- 110.000 მ2-ზე მეტი საცხოვრებელი და კომერციული ფართი
- 2000-მდე აპარტამენტი
- 10-მდე გაყიდვების ოფისი და წარმომადგენლობა ოთხ ქვეყანაში: უკრაინა, პოლონეთი, რუსეთი, ყაზახეთი
- 5 გაყიდვების ოფისი თბილისსა და ბათუმში
- ჯამური ინვესტიცია ₾350 მილიონი
- კომპანიაში დასაქმებული 1000 -ზე მეტი თანამშრომელი
"ნექსთ ჯგუფი" პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც სრულიად ბრენდულ სასტუმრო კომპლექსში სასტუმრო ნომრის შეძენისა და მზარდი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას ქმნის. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს სასტუმროს ნომერი ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში და გააკეთოს ყველაზე სანდო ინვესტიცია, გახდეს საერთაშორისო ბრენდების პარტნიორი.
კომპანიის მიზანი რეგიონის ეკონომიკური განვითარებაა, რაც გამოიხატა გონიოს ტერიტორიაზე უძრავი ქონების ფასის ზრდით, მას შემდეგ რაც "ნექსთ ჯგუფმა" ამ რეგიონში ინვესტიცია განახორციელა.
ბრენდული რეზიდენციების მშენებლობით კომპანია აუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს რეგიონში, აძლიერებს ეკონომიკურ აქტივობებს მშენებლობისა და ტურიზმის მიმართულებით, რითაც ნერგავს მდიდრული ცხოვრებისა და დასვენების წესს რეგიონში.
"ნექსთ ჯგუფი" საქართველოში, ბათუმში, აქტიურ ტურისტულ ცენტრში, შავი ზღვის პირველ ზოლში აშენებს საქართველოში პირველ ბრენდულ სასტუმრო-საცხოვრებელ კომპლექსს - Wyndham Residences - რომელიც საერთაშორისო სასტუმროების ქსელის Wyndham Hotel Resorts და ნექსთ ჯგუფის კოლაბორაციით შექმნილი პროექტია. ბრენდულ სასტუმრო კომპლექსს გამოარჩევს უნიკალური მდებარეობა შავი ზღვის პირველ ზოლში, ულამაზესი მზის ჩასვლის ხედებით თითოეული ნომრიდან, სერვისის უმაღლესი სტანდარტი და დიდი საინვესტიციო კაპიტალი - 26 მილიონი აშშ დოლარი.

Wyndham Residence Batumi - ეს არის ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერი საკუთრებაში, სასტუმრო სერვისებით, რაც სიახლეა საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისთვის. ეს არის უძრავი ქონება, სადაც ფულის დაბანდებით იქმნება სტაბილურობის, დასვენებისა და მზარდი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
საერთაშორისო ბრენდებთან კოლაბორაცია სანდოობის დამადასტურებელია, რაც ინვესტიციისთვის უსაფრთხო გარემოს ქმნის. გარდა ამისა, ნექსთ ჯგუფი მომხმარებლებს ლოიალობის სხვადასხვა პროგრამებს სთავაზობს. სასტუმრო რეზიდენციების მყიდველი ავტომატურად ერთვება დასვენების გაზიარების საერთაშორისო პროგრამაში, ის ხდება ინვესტორების კლუბის წევრი და კომპანია მათ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაგროვებისა და ფასდაკლებების სხვადასხვა სისტემებს სთავაზობს.
გვსურს რომ ეს შესაძლებლობა კარგად აგიხსნათ. წარმოიდგინეთ, რომ ზღვისპირა კურორტზე საეთაშორისო ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში ერთი ნომერი თქვენია და ამ სასტუმროდან სანდო და მზარდი შემოსავალი გაქვს, თქვენი ინვესტიციის უკუგება წელიწადში 16%-ს შეადგენს, სერვისის უშუალო მომწოდებელი კი საერთაშორისო ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა.
ეს არის მსოფლიო გამოცდილება - დეველოპერისა და სასტუმრო სექტორის კოლაბორაცია. ბრენდული რეზიდენციები (branded residences) მსოფლიოს ყველაზე მომხიბვლელ ტურისტულ ცენტრებში მდებარეობს და თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებზეა მორგებული, მათ აქვთ განსხვავებული მდიდრული ცხოვრების წესი, უყვართ მოგზაურობა და თავისუფლება.
არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც სასტუმრო რეზიდენციების Branded Residences მიმართულება სწრაფად გაიზარდა და პოპულარული გახდა ბოლო ათწლეულში. ბრენდთან ასოცირება მყიდველის ნდობას იმსახურებს, რადგან ცნობილი და წარმატებული ბრენდის სახელი ავტომატურად მაღალ ხარისხს გულისხმობს, რაც განსაკუთრებით მიმზიდველია იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია სტატუსი, ხარისხი, დრო და პარტნიორობის პერსპექტივა.

Wyndham Residence Batumi - ბრენდული რეზიდენცია აკმაყოფილებს მზარდ მოთხოვნას მსოფლიო ბაზარზე და წარმოგიდგენთ:
- დეველოპმენტის უმაღლესი ხარისხსს, რომელიც ბრენდის მოთხოვნებს შეესაბამება
- მაღალი ხარისხის სერვისს მომსახურებაში: კონსიერჟი, რუმ სერვისი, პარკინგი
- ბრენდის პრივილიგირებულ წევრობას
- მშენებლობისა და მენეჯმენტის მაღალ ხარისხს
- ჭკვიანი სახლის სისტემებს
- სახანძრო და სხვა უსაფრთხოების სისტემებს
- ბრენდის სტანდარტების შესაბამის რემონტს, ავეჯსა და ტექნიკას
ბრენდული რეზიდენციის საკუთრება ავტომატურად მოიცავს მოიცავს ექსკლუზიურ სერვისებსა და ბენეფიტებს მესაკუთრეებისა და მათი სტუმრებისთვის:
- ტრანსპორტით მომსახურებას სტუმრებისთვის
- რუფტოპ ტერასასა და აუზს
- სქაი ლაუნჯს
- სპას
- სხვადასხვა კონცეფციის რესტორნებსა და ბარებს
- ბიზნეს ცენტრს
- საკონფერენციო და შეხვედრების სივრცეებს
- ფიტნეს კლუბსა და სავარჯიშო ცენტრს
- კერძო ქვიშის პლაჟი, ზღვისპირა ინფრასტრუქტურით
კომპანია რეგიონალურ განვითარებას ზღვის პირველ ზოლში ბრენდული ინფრასტრუქტურის რეზორტის შექმნით აგრძელებს, სადაც გექნებათ სრული ინფრასტრუქტურა მდიდრული ცხოვრების დასვენებისა და შემოსავლის მიღებისთვის.
მისამართი: თბილისი: რუსთაველის 1; ბათუმი: კოსტავას 20; ტელეფონი 514111111 www.nextgroup.ge
(R)

























