გიორგი კანაშვილი - მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, გარე საფრთხეების ზრდის ფონზე, პოლიტიკური ელიტა კონსოლიდაციის ნაცვლად, სულ უფრო იქსაქსება, რაც კატასტროფაა და ამ ელიტის უმწიფრობაზე მიუთითებს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლისას გაჟღერებული ინიციატივების მნიშვნელობაზე, ქვეყნის წინაშე მის მიერ გამახვილებულ უმნიშვნელობას საკითხებზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის რეაქციებზე, სავარაუდოდ, რა პერსპექტივა აქვს პრეზიდენტის ინიციატივების რეალიზაციას როგორც შიდა პოლიტიკაში, ისე საგარეო ასპარეზზე „ინტერპრესნიუსი“ კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილს ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, იმის ფონზე რაც ახლა უკრაინაში და უკრაინის ირგვლივ ხდება, პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა რომ აშკარად გამოირჩეოდა ადეკვატურობით მთავრობისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებისგან, ფაქტია.
თუმცა, პრეზიდენტის გამოსვლამ პასუხგაუცემელი კითხვებიც გააჩინა. თუ რა ტიპის, ამაზეც შევეცდებით საუბარს.
დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტის გამოსვლა არც ხელისუფლებას მოეწონა და არც ოპოზიციის ნაწილს მაინც. არადა, ის საკითხები, რომელიც მან გაამახვილა ყურადღება, მხედველობაში მაქვს გამოწვევების წინაშე მყოფი ქვეყნის საზოგადოების ერთიანობა და კონსოლიდაცია, ამაზე მთავრობას აქამდეც თავად უნდა ეზრუნა პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციასთან ერთად. ცხადია, ამ პროცესში გადამწყვეტი როლი რომ ხელისუფლებას ეკუთვნის, მაგრამ სამწუხაროდ, ამის მსგავსი აქამდე არაფერი ხდებოდა.
პრეზიდენტმა უმრავლესობასაც უსაყვედურა და ოპოზიციასაც, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის აზრი და პოზიცია გაახმოვანა. თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას და იმ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას, რაზეც პრეზიდენტმა გააკეთა განცხადებები?
- პრეზიდენტი საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე იდგა. საერთაშორისო კონტექსტი აშკარად უმძიმესია და უკრაინაში მიმდინარე პროცესები აუცილებლად იმოქმედებენ ჩვენს მომავალზეც. ამასთანავე, ქვეყნის შიგნით, პოლიტიკურმა კლასმა საერთოდ დაკარგა პოლიტიკური ალღო. იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს ესაუბრონ, აწონონ და განიხილონ ყველა შესაძლო სცენარი, საერთოდ შეწყვიტეს ერთმანეთთან კომუნიკაცია.
ამ ფონზე, მე როგორც მომეჩვენა, პრეზიდენტი მიზნად ისახავდა ხიდების გადებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. რაც მოითხოვდა, ორივეს მეტ-ნაკლებად თანაბარ გაკრიტიკებას და კონსოლიდირებაზე მოწოდებას. რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა, საკმაოდ კარგად გააკეთა. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, თუ მცირედად საკუთარ თავსაც გააკრიტიკებდა. დავით უსუფაშვილმა, მის გამოსვლაში, ამ ასპექტზეც გაამახვილა ყურადღება.
პრეზიდენტი მიზნად ისახავდა ხიდების გადებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. რაც მოითხოვდა, ორივეს მეტ-ნაკლებად თანაბარ გაკრიტიკებას და კონსოლიდირებაზე მოწოდებას. რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა, საკმაოდ კარგად გააკეთა. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, თუ მცირედად საკუთარ თავსაც გააკრიტიკებდა. დავით უსუფაშვილმა, მის გამოსვლაში, ამ ასპექტზეც გაამახვილა ყურადღება
პრეზიდენტის გამოსვლაში, ისიც კარგად გამოჩნდა, რომ მმართველი გუნდი ფრაგმენტიზირებულია, რომ პრეზიდენტი რეალურად ამ გუნდის ნაწილი აღარ არის და რომ გადაწყვეტილებები სადღაც სხვაგან მიიღება. არადა, ახლა ზუსტად ის დროა, რომ არა მხოლოდ პრეზიდენტთან, არამედ ოპოზიციასთანაც კი უნდა გადიოდეს ხელისუფლება კონსულტაციებს. რაც უფრო ინკლუზიური იქნება გადაწყვეტილებების მიღება, მით უკეთესი. დრო მოითხოვს ამას.
სამწუხაროდ დღეს გახდა ცნობილი, რომ მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ეს ნაბიჯი, არათუ ერთობისკენ, არამედ კიდევ უფრო მეტი დაპირისპირებისკენაა მიმართული. გულწრფელად გეტყვით - ვერ ვხვდები, რატომ იქცევა მმართველი პარტია ასე.
მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ეს ნაბიჯი, არათუ ერთობისკენ, არამედ კიდევ უფრო მეტი დაპირისპირებისკენაა მიმართული. გულწრფელად გეტყვით - ვერ ვხვდები, რატომ იქცევა მმართველი პარტია ასე
მეჩვენება, რომ ჩვენი სახელმწიფო, თავისი პოლიტიკოსებიანად, ასეთი დაქსაქსული და დაპირისპირებული დიდი ხანია არ ყოფილა. არადა უკრაინამ კარგად აჩვენა, თუ რა ძალა აქვს პოლიტიკური ელიტისა და საზოგადოების ერთად დგომას/ქმედებას.
- პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან ჩვენ და ჩვენი საზოგადოების გარდა კრემლმაც გაიგო, რომ თუ ოფიციალური თბილისიდან ევროკავშირს ვინმე ესაუბრება სერიოზულად, ამას მთავრობა კი არა პრეზიდენტი აკეთებს.
პრეზიდენტმა თქვა, რომ იგი იძულებული იყო წერილობით ეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინში და ვარშავაში ვიზიტებზე. მეტიც, მან ასევე თქვა, რომ პირადი კონტაქტები გამოიყენა სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაექცია. ამ თემაზე ხელისუფლებამაც გააკეთა კომენტარი. კობახიძემ თქვა - „პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და გავერკვევითო.“ შექმნილ ვითარებაში სახელისუფლებო გუნდის სხვა წარმომადგენლების კომენტარებიც არანაკლებ გაუგებარი იყო.
არადა, სულ ცოტა ხნის წინ ხელისუფლებას იმით მოჰქონდა თავი, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განცხადება შეიტანა.
ხელისუფლება კი აცხადებს უკრაინას ვუჭერთ მხარსო, მაგრამ უმრავლესობის ლიდერმა მდინარაძემ ასეთი განცხადება გაკეთა - „პრეზიდენტის მიერ უკრაინის წარმომადგენელთან ერთად პარლამენტის დარბაზში გაუფრთხილებლად შემოსვლა პარლამენტის უპატივცემულობა იყოო.
თქვენ როგორ აღიქვით ამ თემაზე პრეზიდენტის განცხადება და სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ პრემიერმა პრეზიდენტისგან მოითხოვა წერილობით ეთქვა უარი ევროპის დედაქალაქებში ვიზიტებზე?
- თეორიულად, ეს შეიძლება იყოს წვრილმანი კინკლაობა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის. თუმცა, ვინ უშლიდა პრემიერს ამ ვიზიტების განხორციელებაში ხელს? ან რატომ არ შეიძლებოდა ამგვარი ვიზიტების ერთობლივად, ან კოორდინირებულად გამართვა?
ახლა ზუსტად ის დროა, რომ ჩვენი მაღალჩინოსნები დასავლურ დედაქალაქებს მოსვენებას არ უნდა აძლევდნენ (და არა მხოლოდ დასავლურს; მაგალითად, ანკარაში ჩასვლა პარიზში ჩასვლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნებოდა). ესაუბრებოდნენ, იმ რისკებზე, რომლებიც პოტენციურად საქართველოს წინაშე დგას; ისმენდნენ მათ შეხედულებებს, მუშაობდნენ ყველა შესაძლო სცენარზე.
ახლა ზუსტად ის დროა, რომ ჩვენი მაღალჩინოსნები დასავლურ დედაქალაქებს მოსვენებას არ უნდა აძლევდნენ, ესაუბრებოდნენ, იმ რისკებზე, რომლებიც პოტენციურად საქართველოს წინაშე დგას ისმენდნენ მათ შეხედულებებს, მუშაობდნენ ყველა შესაძლო სცენარზე
თუმცა ეს არ ხდება და ჩემი აზრით არ ხდება იქიდან გამომდინარე, რომ არსებულ სიტუაციას პრეზიდენტი და მმართველი გუნდი განსხვავებულად ხედავენ. როგორც ჩანს, მმართველი გუნდი და პრემიერი არ მიიჩნევენ დასავლეთში, ჩვენს პარტნიორებთან ჩასვლას საჭიროდ. რაც საკმაოდ კარგად ეწერება რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკაში.
ისევ და ისევ ჩემი აზრით, მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდა, მაშინ ყველა სიკეთე, რომელიც უკრაინას „პრიზად“ გადაეცემა, ავტომატურად გადანაწილდება რეგიონის სხვა ქვეყნებზე, უპირველეს ყოვლისა მოლდოვაზე და საქართველოზე.
ხოლო, თუ პირიქით მოხდება და რუსეთი გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაში ისინი იტყვიან - ხომ ვამბობდით, რუსეთის გაღიზიანება არ ღირსო. ასე პირდაპირ ჯერჯერობით არავის უთქვამს ამგვარი მიდგომის შესახებ, თუმცა ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების ცალკეული განცხადებები, მაფიქრებინებს, რომ მათი პოლიტიკა ზუსტად ამ მოსაზრებებს ეყრდნობა.
მმართველი გუნდი და პრემიერი არ მიიჩნევენ დასავლეთში, ჩვენს პარტნიორებთან ჩასვლას საჭიროდ. რაც საკმაოდ კარგად ეწერება რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკაში
ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი, სრულიად გასაგები ხდება, თუ რატომ უქმნის უხერხულობას მმართველ პარტიას პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტები.
- პრეზიდენტის გამოსვლაზე უმრავლესობის წარმომადგენელმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა - „როგორც ჩანს, პრეზიდენტი მოექცა „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგის ქვეშ“.
უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტს უსაყვედურა პარლამენტში უკრაინის წარმომადგენელთან ერთად შემოსვლა. ამ განცხადებიდან ის გახდა გასაგები, რომ უკრაინის წარმომადგენელთან ერთად პარლამენტში შესვლის საკითხი პრეზიდენტს რომ მმართველი გუნდისთვის წინასწარ ეთქვა, ალბათ, ამაზეც მოუწევდა წერილობით უარის თქმა.
დარჩა შთაბეჭდილება, რომ მმართველი გუნდის წევრებმა არ გაიზიარეს პრეზიდენტის მოწოდებები ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთად აეწყოთ ფეხი ჩვენი პარტნიორების ძალისხმევისათვის უკრაინის წინააღმდეგ კრემლის აგრესიის საკითხში და ერთად ეფიქრათ საფრთხეებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით ქვეყნის ერთიან სამოქმედო გეგმაზე.
თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პრეზიდენტის ინიციატივებზე უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენლების რეაქციებმა? დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ მმართველი გუნდი მზადაა ოპოზიციასთან ერთად იზრუნოს საფრთხეებისა და გამოწვევებთან გასამკლავებლად?
- არა, სამწუხაროდ ამგვარი აზრი არ შეჰქმნია. გასაკვირი იყო, რომ გუშინ ოპოზიცია, „ნაცმოძრაობის“ ჩათვლით, ბევრად კონსტრუქციულად გამოიყურებოდა.
თავიდანვე ჩანდა, რომ უმრავლესობის გარკვეულ წევრებს ტექსტი ან უკვე წაკითხული ჰქონდათ, ან დაახლოებით იცოდნენ რა ეწერა შიგ. პრეზიდენტის დარბაზში შესვლისას უკვე იგრძნობოდა, რომ უმრავლესობა მისდამი დადებითაც არ იყო განწყობილი, ხოლო ოპოზიცია, პირიქით, აშკარად მოზომილი სიმპათიით შეეგება პრეზიდენტს. სამწუხაროდ, იკვეთება, რომ არათუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, არამედ უკვე დანარჩენ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის ჩაირბინა შავმა კატამ.
სამწუხაროდ, იკვეთება, რომ არათუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, არამედ უკვე დანარჩენ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის ჩაირბინა შავმა კატამ
ჩვენ გვახსოვს, რომ აქამდე ასეთ საჯარო ურთიერთკრიტიკას ორივე მხარე ერიდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული უთანხმოებების შესახებ, ინფორმაცია გამოდიოდა. ახლა უკვე ყველამ იცის, რომ პრეზიდენტი და მმართველი გუნდი, ერთი გუნდა არაა.
გარკვეულწილად იქმნება პარადოქსული და ამასთანავე ფრიად სავალალო მდგომარეობა, კერძოდ: გარე საფრთხეების გეომეტრიული პროგრესიით ზრდის ფონზე, ჩვენი პოლიტიკური ელიტა კონსოლიდაციის მაგივრად, სულ უფრო იქსაქსება. რაც კატასტროფაა და ამ ელიტის აბსოლუტურ უმწიფრობაზე მიუთითებს.
- პრეზიდენტის ინიციატივებზე საკმაოდ საინტერესო იყო ოპოზიციის წარმომადგენლების გამოსვლები და რეაქციები. ამ თვალსაზრისთ აშკარად გამორჩეული იყო პარლამენტის ექსთავმჯდომარის, „ლელოს“ წარმომადგენლის დავით უსუფაშვილის გამოსვლა.
დავით უსუფაშვილი განაცხადა - „პატივცემულო კოლეგებო, ჩვენ, ყველას, ქალბატონმა სალომემ მჭლე სამიანი დაგვიწერა და უნდა ვაღიაროთ, რომ ამას ვიმსახურებდით“.
მისივე თქმით, მთავრობისა და ოპოზიციის მოვალეობაა ამ რთულ დროს ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოს, და ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნების რეალიზაციის შანსებად აქციოს.
ახლა როცა საკმაოდ კრიტიკული ვითარებაა, გაუგებარია მთავრობის წარმომადგენლებისგან იმაზე საუბარი, რომ „ქვეყანას არ ჰყავს ჯარი,“ რომ „რუსეთთან ბრძოლას აზრი არ აქვს,“ „ომი უკრაინაშია“ და ასე შემდეგ.
დარჩა შთაბეჭდილება, რომ „ლელო“ და კიდევ სხვა ოპოზიციური პარტიები მზად არიან ჩაერთონ, პრეზიდენტის ინიციატივების რეალიზაციაში, თუ ამაზე მმართველი გუნდი უარს არ იტყვის. თქვენ როგორ შეაფასებდით დავით უსუფაშვილის გამოსვლაზე ხელისუფლების რეაქციას?
- დავით უსუფაშვილს მართლაც კარგი გამოსვლა ჰქონდა და პრინციპში, მიუხედავად ცალკეული განსხვავებებისა, ემთხვეოდა სალომე ზურაბიშვილის მთავარ პოსტულატებს.
ანუ აქცენტი - ერთიანობაზე და არა დაყოფაზე, ამჟამინდელ შიდა საკითხებზე მორატორიუმი, მათი გადადება და არა ყოველ წამს მათი ფრიალი, დამატებითი ბზარების გასაჩენად.
ამასთანავე, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ასევე დავით უსუფაშვილის პოსტულატები პრინციპში უარყოფილი იყო უმრავლესობის მიერ. მომეჩვენა, რომ ამ ეტაპზე, ოპოზიცია უფრო იყო მზად ერთობლივად რაიმეს კეთებაზე, ვიდრე მმართველი გუნდი.
როგორც სალომე ზურაბიშვილის, ასევე დავით უსუფაშვილის პოსტულატები პრინციპში უარყოფილი იყო უმრავლესობის მიერ. მომეჩვენა, რომ ამ ეტაპზე, ოპოზიცია უფრო იყო მზად ერთობლივად რაიმეს კეთებაზე, ვიდრე მმართველი გუნდი
- პრეზიდენტის ინიციატივებზე ასევე კონსტრუქციული მიდგომები დააფიქსირა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმაც. გასაკვირი ის იქნებოდა, რომ მას ყურადღება არ გაემახვილებინათ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნასა და პერსპექტივაზე.
როგორც ჩანს, ამის ნაწილი იყო „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ პრეზიდენტ სააკაშვილის წერილის გადაცემა პრეზიდენტ ზურაბიშვილისადმი.
დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ პრეზიდენტის ინიციატივები მმართველ გუნდსა და „ნაცმოძრაობას“ მაინცადამაინც არ მოეწონა. უფრო სწორად ორივემ ქვეყნის ინტერესებზე მეტად , პარტიულ ინტერესებზე მეტად იფიქრა.
თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის განცხადებებმა და ამ თემაზე „ნაციონალების“ დეპუტაციიდან“ სხვა დეპუტატების კომენტარებმა?
- ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ოპოზიცია მეტად კონსტრუქციული მომეჩვენა. თუმცა, ზოგადად სისტემა, რომ აი ასე გამოიყურება, ამაში რა თქმა უნდა თავისი უდიდესი წვლილი შეიტანა „ნაცმოძრაობამაც“
მას შემდეგ, რაც ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში, თითქმის არ მახსენდება პერიოდი, როდესაც ნაციონალური მოძრაობა პოზიტიურ დღის წესრიგზე ყოფილიყო ორიენტირებული. მათი მიზანი იყო „სისტემის დანგრევა“, არა ეტაპობრივი ცვლილებები, არამედ მყისიერი გამარჯვება.
ამიტომ, ის დამღუპველი ურთიერთუნდობლობა, რომელიც დღეს გაბატონებულია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, „ნაცმოძრაობის“ დამსახურებაცაა.
ის დამღუპველი ურთიერთუნდობლობა, რომელიც დღეს გაბატონებულია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, „ნაცმოძრაობის“ დამსახურებაცაა
- სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა -“სიფრთხილისა თუ შიშის ვერც ერთი არგუმენტი ვერ ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს“.
პრეზიდენტმა ასევე ბრძანა - "მოვუწოდებ მთავრობას, ოპოზიციის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული, ან სხვა ფორმატი - მოგიწოდებთ, ამ უმძიმეს პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენის გამოყენებაზე.“
გაქვთ განცდა, რომ ხელისუფლების პოზიცია უკრაინის საკითხში უფრო მკაფიო იქნება? რომ მხარეები მორატორიუმს გამოაცხადებენ სიძულვილის ენაზე და ოპოზიციის მონაწილეობით შეიქმნება უსაფრთხოების საბჭო?
- მეეჭვება, რომ მმართველი გუნდის პოზიცია და განცხადებები უკრაინასთან მიმართებაში მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ეს მოხდება, მაშინ როდესაც ასე ვთქვათ „ომის ბურუსი“ უკრაინის თავზე გაიბნევა და საბოლოოდ გაირკვევა ვინაა გამარჯვებული და ვინ დამარცხებული.
სამწუხაროდ არც იმის მჯერა, რომ პოლიტიკოსები რაიმე სახის საფუძვლიან მსჯელობაში შევლენ ერთმანეთთან. ყველაფერი საპირისპიროზე მიუთითებს.
აქვე უნდა ითქვას, რომ ოპოზიციასაც მართებს საკუთარი ხედვების უფრო მკაფიოდ დაფიქსირება. კარგი იქნებოდა, თუ ჩვენ დავინახავდით, რით იქნებოდა მათი პოლიტიკა განსხვავებული არსებული პოლიტიკისგან.
ქართული საზოგადოება ტრავმირებული საზოგადოებაა, მათ ახსოვთ 2008 წელი და ხალხში არის ლეგიტიმური შიში, ამიტომ საკუთარი პოზიციების გასამტკიცებლად მოსატანია არგუმენტები. მესმის ღირსებაზე და ზნეობაზე აპელირება, თუმცა პრაქტიკული შეთავაზებებიც არ იქნებოდა ურიგო.
გვაქვს უკრაინის გამოცდილებაც. გასაგებია, რომ ქვეყანაა სხვა მასშტაბის, მოსახლეობაა დიდი და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი უკრაინისვე საწინააღმდეგოდ იმუშავებდა, რომ არა უკრაინელი პოლიტიკოსებისა და ერის შეკრულობა, კონსოლიდირება
- ამ თემაზე მსჯელობისას ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა - „ჩვენს ქვეყანას ხელ-ფეხს უბორკავს არა იმდენად მტერი და რაიმე მსგავსი, არამედ, უმთავრესად, იმ ადამიანების უკულტურობა, ვისაც ჩვენი მართვა უნდა.“
თუ იმ საკითხებზე რაზეც პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაში იყო საუბარი, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ვერ შეძლეს თანამშრომლობა, ცხადია იქნება რომ მხარეს აქვს პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. მაგრამ, ახლა როცა მსოფლიო იცვლება და ამ პროცესების შედეგად გაჩენილ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ქვეყანას არ ექნა კონსოლიდირებული პოზიცია, ერთიანი და ეფექტური სამოქმედო გეგმა, თქვენი აზრით რა შედეგი შეიძლება მივიღოთ ერთი მხრივ საშინაო ხოლო მეორე მხრივ საგარეო პოლიტიკაში?
- ბატონი ზაზას შეფასებები ყოველთვის გამოირჩეოდა სიზუსტითა და დროულობით. კარგი იქნებოდა, ამა ქვეყნის მმართველთ მისთვის უფრო გულისყურით მოესმინათ.
რაც შეეხება თქვენს კითხვას. თანამედროვე საქართველოს აქვს დაქსაქსულობის გამოცდილება, სამწუხაროდ ასე დავხვდით ჩვენ ომს აფხაზეთში, ცხინვალშიც. მაშინ ქართველები დაყოფილები იყვნენ - ზვიადისტებად და შევარდნაძისებად და კიდევ ბევრ სხვა ჯგუფებად. რა გამოვიდა ამ ამბიდან, გვახსოვს ყველას - მწარედ.
გვაქვს უკრაინის გამოცდილებაც. გასაგებია, რომ ქვეყანაა სხვა მასშტაბის, მოსახლეობაა დიდი და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი უკრაინისვე საწინააღმდეგოდ იმუშავებდა, რომ არა უკრაინელი პოლიტიკოსებისა და ერის შეკრულობა, კონსოლიდირება.
თუ ადრე ხელისუფლება და ოპოზიცია არ საუბრობდა, დღეს ხელისუფლების ერთი შტო აღარ დაელაპარაკება მეორეს. იდეალურად არაა ვითარება არც ოპოზიციის შიგნით. საბოლოო ჯამში იქმნება სრულიად ატომიზირებული გარემო, სადაც არავინ არავის არ ელაპრაკება - ესე როგორ უნდა ვმართოთ ქვეყანა?!
ზუსტად ამ საერთო უკრაინული მედეგობის ფონზე, ჩვენი ზოგიერთი ჩინოვნიკი იძახის, რუსეთი რამდენიმე წუთში ქვეყანას აგვირევს, ხომ იცით ამის შესახებო. არადა, სრულიად საპირისპირო განცხადებებია გასაკეთებელი.
- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ბევრი სიმართლე კი თქვა, მაგრამ ბოლომდე სათქმელი არ უთქვამს. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობს ოპოზიციის ნაწილი.
თუ ამბობ, რომ მსოფლიოში შექმნილი ურთულესი ვითარებაში პრეზიდენტს მმართველმა გუნდმა საგარეო პოლიტიკაში აქტიურობის საშუალება არ მისცა, თან ამბობ, რომ უკრაინის საკითხში მთავრობაზე გონიერი ხალხი აღმოჩნდა, გაუგებარია რა აძლევს მას იმის იმედს, რომ მის მართლაც კარგ, დროულ და საქმიან ინიციატივებს მმართველი გუნდი გაითვალისწინებს? ან თუნდაც მათ რეალიზაციაში ოპოზიციის ის ნაწილი ჩაერთვება, რომელმაც უკრაინის საკითხში ხელისუფლების პოზიციები ჩვენს პარტნიორებთან გააპროტესტა?
-გეთანხმებით, პრეზიდენტის მოწოდებები, ამჟამად თითქოსდა საფუძველსაა მოკლებული. მხარეებს, არათუ ერთმანეთთან, არამედ ხშირად მასთანაც არ სურთ საუბარი. სულ მცირე მის ინიციატივებს სკეპტიკურად უყურებენ.
თუმცა, პრეზიდენტისგან, მოსახლეობა, მაინც ამგვარ განცხადებებს ელოდება და არა მხოლოდ პრეზიდენტისგან. ხალხი დაღლილია პოლარიზაციით, ასევე ბევრისთვის გაუგებარია და აუხსნელი, თუ საერთოდ რაში ესაჭიროება ქვეყანას პოლიტიკოსები, თუ ისინი ამ კრიტიკულ დროსაც კი არ არიან მზად ერთმანეთთან სასაუბროდ.
მე არ გამოვრიცხავ, რომ სულ მალე პრეზიდენტი უფრო მკვეთრი გახდეს მის შეფასებებში. აშკარაა, რომ მისი და „ქართული ოცნების“ გზები ნელ-ნელა გაყოფას იწყებს; ამ ფონზე, ბუნებრივია, რომ ტონალობა და ურთიერთბრალდებების სიმძიმე გაიზრდება.
რაც, გულწრფელად, რომ გითხრათ, საერთოდაც არ უნდა გვახარებდეს. თუ ადრე ხელისუფლება და ოპოზიცია არ საუბრობდა, დღეს ხელისუფლების ერთი შტო აღარ დაელაპარაკება მეორეს. იდეალურად არაა ვითარება არც ოპოზიციის შიგნით. საბოლოო ჯამში იქმნება სრულიად ატომიზირებული გარემო, სადაც არავინ არავის არ ელაპარაკება - ესე როგორ უნდა ვმართოთ ქვეყანა?!
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

























