ქუთაისში Avia.ge-ის ახალი ოფისი გაიხსნა

ავიაბილეთების სააგენტო Avia.ge სასიამოვნო სიახლეს უზიარებს თავის მომხმარებლებს. კომპანია, რომელიც რამდენიმე წელია ლიდერია თავის სფეროში, განვითარებას არ წყვეტს და თავის სერვისს თბილისის გარდა, უკვე ქუთაისშიც გვთავაზობს. Avia.ge - ის ოფისი ქუთაისში უკვე გაიხსნა და ელოდება მომხმარებლებს.

კომპანია ქუთაისში მისულ მომხმარებლებსაც ისეთივე ხარისხიან მომსახურებასა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს, როგორსაც დედაქალაქში არსებულ ოფისებში. Avia.ge-ის მთავარი მიზანი სწორედ მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული და ხარისხიანი სერვისის შექმნაა.

ამ მიზნით მოქმედებდა კომპანია პანდემიის დროსაც, როდესაც გაუქმებული რეისებისა და არსებული პანიკის ფონზე, ორიენტირებული იყო მაქსიმალურად მოკლე დროში დაბრუნებოდათ მგზავრებს ავიაბილეთების თანხები, რისთვისაც მთელმა გუნდმა საკმაოდ ეფექტურად იმუშავა ავიაკომპანიებთან.

სწორედ ამიტომ, Avia.ge-ის უკვე 60,000 -მდე მომხმარებელი ენდო და ისარგებლა მისი სერვისით. ეს კი კომპანიისთვის სტიმული გახდა, უფრო მეტი სიახლე შეეთავაზებინა მათთვის და შეექმნა უკეთესი სერვისი.

კომპანიამ ცოტა ხნის წინ განაახლა აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ისე IOS-ის მომხმარებლებისთვის. ასევე, პანდემიის დროს, როდესაც ტურისტული მიმოსვლა შეზღუდული იყო, დაამატა ახალი სერვისი - პოლონეთის სამუშაო მოწვევა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის საკმაოდ მარტივი, და ამავე დროს, ბიუჯეტური გზა გახდა პოლონეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში მოსახვედრად.

Avia.ge გაჩერებას არ აპირებს და კიდევ ბევრი სიახლით გაგვანებივრებს მომავალში. მალე უნდა ველოდოთ ისეთ სიახლეებს, როგორებიცაა სამოგზაურო დაზღვევის გაკეთება პირდაპირ Avia.ge - ის ვებგვერდიდან და ახალი ოფისი ბათუმში.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს