ნინო ლაცაბიძემ პროგრამის „მართე შენი ქალაქი“ მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა

ნინო ლაცაბიძემ პროგრამის „მართე შენი ქალაქი“ მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა

რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული პროგრამის - „მართე შენი ქალაქი“ პირველი ეტაპი დასრულდა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მერი პროექტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა და მათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

“ახალი პროგრამის - “მართე შენი ქალაქი” განხორციელება მუნიციპალიტეტში თებერვალში დაიწყო. პირველ ეტაპზე, მასში 15 სტუდენტი იყო ჩართული. ახალგაზრდები მერიის სამსახურების მუშაობის სპეციფიკას ერთი თვის განმავლობაში ადგილზე ეცნობოდნენ.

პროგრამაში ჩართვის მსურველთა შერჩევა ონლაინ რეგისტრაციით მოხდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.