ბათუმი - ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა

ბათუმი - ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა

ბათუმი - ქობულეთის შემოვლით საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი მძიმედ დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაცით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან მოთავსებული.

ექიმების თქმით, დაშავებულებს დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აქვთ მიყენებული, მათი მდგომარეობა მძიმეა.