მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველმა პარტიამ ელჩების დანიშვნის საკითხზე კომპეტენციებთან დაკავშირებით სასამართლოში არა საჩივარი, არამედ სარჩელი შეიტანა, რომელმაც უნდა დაადგინოს ფაქტები და განმარტოს ვის რა კომპეტენცია აქვს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველმა პარტიამ ელჩების დანიშვნის საკითხზე კომპეტენციებთან დაკავშირებით სასამართლოში არა საჩივარი, არამედ სარჩელი შეიტანა, რომელმაც უნდა დაადგინოს ფაქტები და განმარტოს ვის რა კომპეტენცია აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლომ ამ სარჩელის საფუძველზე უნდა დაადგინოს პრეზიდენტს ჰქონდა თუ არა მცდელობა, რომ უფრო მეტი გავლენა მოეხდინა პროცესებზე, ვიდრე ეს კონსტიტუციით იყო განსაზღვრული.

ამასთან მდინარაძის თქმით, ინტერპრეტაცია იმის შესახებ, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი პრეზიდენტის იმპიჩმენტის რაღაც წინა ეტაპი იყოს, არასწორია.

„საჩივარი კლასიკური გაგებით ჰქვია იმ დოკუმენტს, რომელსაც „საჩივარი“ აწერია. არაკლასიკური, ზოგადად, მოაზრებული გაგებით, საჩივარი არის, როდესაც ამ საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად რაღაც სანქცია ეკისრება კონკრეტულ ადამიანს. არცერთია და არც მეორე, შესაბამისად, საჩივრად ვერ განიხილება, არის მხოლოდ და მხოლოდ სარჩელზე საუბარი, რომელიც დაადგენს ფაქტებს და განმარტებას გააკეთებს იმის შესახებ, ვის რა კომპეტენცია აქვს და კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ განმარტებას ვერ დაერქმევა საჩივრის შედეგი. აქედან გამომდინარე, არავინ უჩივლებს პრეზიდენტს. სარჩელი შევა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მოხდეს განმარტება. ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ ინტერპრეტაცია ამ ჩვენს განცხადებას მოჰყოლოდა ისეთი, თითქოს, იმპიჩმენტის რაღაც წინა ეტაპი იყოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი. სარჩელი შევა მხოლოდ და მხოლოდ იმის შესახებ, რომ კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ განმარტება გააკეთოს საკონსტიტუციო სასამართლომ და დაადგინოს ამავე დროს ფაქტი იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს ჰქონდა თუ არა მცდელობა, რომ უფრო მეტი გავლენა მოეხდინა პროცესებზე, ვიდრე ეს კონსტიტუციით იყო განსაზღვრული", - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ ასევე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილის ვიზიტზეც.

"თუ სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში იყო კერძო ვიზიტით, მაშინ რას გვეუბნებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომ კერძო ვიზიტის შესახებ უნდა მოეწოდებინა ინფორმაცია და ამისთვის უნდა დაგვეჩქარებინა სხდომები?! და თუ იყო ვიზიტით, როგორც პრეზიდენტი და არა კერძო ვიზიტით, მაშინ სხვა მოცემულობასთან გვაქვს საქმე და კონსტიტუციის დარღვევის კიდევ უფრო მკაფიო ფაქტი ვლინდება. უნდა ჩამოყალიბდნენ და თქვან ეს იყო კერძო ვიზიტი თუ ვიზიტი, როგორც პრეზიდენტის“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, კონსტიტუცია რომ დარღვეულია, ამას ადასტურებს ერთ-ერთი და შესაძლოა, ერთადერთი ფაქტიც იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს წერილობით მისწერა უარი მის ვიზიტთან დაკავშირებით.

„მტკიცებულება დამატებით არ არის საჭირო იმისთვის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, რაც შეეხება საბიუჯეტო ვალდებულებებს და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად სხვა სფერო და ამ სფეროსთან დაკავშირებით ეჭვების შესახებ მედიისგან მოვისმინე“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის