ვიაჩესლავ ფესენკო - ნეიტრალიტეტის თემა ჩვენთვის პრობლემა არაა, რადგან მართალია, ჩვენი პარტნიორების დახმარებით, მაგრამ ჩვენ უკრაინაში ჯარით შემოსული აგრესორი რუსეთი დავამარცხეთ

ვიაჩესლავ ფესენკო - ნეიტრალიტეტის თემა ჩვენთვის პრობლემა არაა, რადგან მართალია, ჩვენი პარტნიორების დახმარებით, მაგრამ ჩვენ უკრაინაში ჯარით შემოსული აგრესორი რუსეთი დავამარცხეთ

უკრაინაში და უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე „ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, ვიაჩესლავ ფესენკოს ესაუბრა.

- ბატონო ვიაჩესლავ, 20 დღეზე მეტია მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო. ყურადღებით ვადევნებთ თვალს უკრაინაში მიმდინარე ომის ქრონიკას.

ამ დღეებში ბევრის აზრს ვისმენთ, მაგრამ ვიცით რომ თქვენ კიევში ხართ და ამიტომაა თქვენი აზრი ღირებული ჩვენთვის ღირებული. თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინის ფრონტებზე არსებულ ვითარებას და იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება?

- მთავარი შედეგი, რასაც ახლა ვხედავთ ისაა, რომ უკრაინამ გაუძლო, რუსეთს ბლიცკრიგი არ გამოუვიდა, პუტინის გეგმა უკრაინაში ხელისუფლების სწრაფად შეცვლასა და უკრაინის კაპიტულაციაზე არ განხორციელდა. ახლა დაწყებულია დროში გაწელილი პოზიციური ბრძოლა.

რუსეთმა შეძლო გარკვეული ლოკალური მიზნების მიღწევა. მათ დაიკავეს ხერსონის ოლქის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაიკავეს ატომური ელექტროსადგურები, რასაც არა მარტო უკრაინის, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებს. რუსები მოვიდნენ კიევთან, მაგრამ კიევის აღება ვერ შეძლეს. ვხედავთ, რომ ახლა რუსები 10 დღეზე მეტია ვერ ახერხებენ წარმატებული სამხედრო ოპერაციების ჩატარებას და ახლა მხოლოდ პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს.

რუსები მოვიდნენ კიევთან, მაგრამ კიევის აღება ვერ შეძლეს. ვხედავთ, რომ ახლა რუსები 10 დღეზე მეტია ვერ ახერხებენ წარმატებული სამხედრო ოპერაციების ჩატარებას და ახლა მხოლოდ პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს

მათ ვერ შეძლეს არა მარტო კიევის, ხარკოვის აღება. როგორც ჩანს, ახლა რუსეთს არ ჰყოფნის რესურსები გადავიდეს მასშტაბურ შეტევაზე, კონტროლი დაამყაროს დედაქალაქ კიევზე და უკრაინის უმეტეს ნაწილზე. ომის დაწყებიდან რუსებმა ვერ მოახერხეს პრაქტიკულად ვერც ერთი დიდი ქალაქის აღება. მათ შეძლეს მხოლოდ ქალაქ ხერსონის აღება. მას შემდეგ, რაც მათ ვერ შეძლეს ქალაქების აღება, დაიწყეს იმავე ქალაქების ნგრევა. განსაკუთრებული სისასტიკით ანგრევენ ისინი ხარკოვს, მარიუპოლს, ჩენიგოვსა და კიდევ სხვა ქალაქებს.

რუსებს ჩაუვარდა მცდელობები ემტკიცებინა, რომ თითქოს უკრაინა ბირთვული იარაღის შექმნას აპირებდა, რისთვისაც საჭირო იყო უკრაინაში სპეცოპერაციის ჩატარება. ისინი კი უწოდებენ იმას რაც ხდება სპეცოპერაციას, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს.

- იმ კადრებს რასაც ვხედავთ, შეიძლება იმის თქმა, რომ რუსეთი უკრაინის ქალაქებს ალეპოს ამსგავსებს...

- დიახ ასეა. როგორც ჩანს, მათ ტაქტიკაში მოხდა ცვლილებები, რადგან ვერ იღებენ ქალაქებს, ახლა მათი მიზანია ქალაქების დანგრევა. ისინი ამას აკეთებენ განსაკუთრებული ცინიზმით, ბარბაროსულად სისაძაგლითა და საზიზღრად. რუსები ანგრევენ არა მარტო ქალაქებს, არამედ უკრაინის ინფრასტრუქტურას.

საქმე ისაა, რომ პუტინს სურს მთელი უკრაინის ალეპოდ გადაქცევა

პუტინი კი ამბობს, რომ ცეცხლს უხსნიან სამხედრო ობიექტებს, მაგრამ ვხედავთ, რომ ისინი ანადგურებენ ყველა აეროდრომებს, სამოქალაქო ობიექტები. დანაკარგის სრულად დათვლა ახლა შეუძლებელია, მაგრამ ახლა შეიძლება ითქვას, რომ უკრაინამ უკვე მიიღო ასეულობით მილიარდი დოლარის ზარალი. ალეპოსთან შედარება სწორი კია, მაგრამ საქმე ისაა, რომ პუტინს სურს მთელი უკრაინის ალეპოდ გადაქცევა.

- უკრაინაში ომის დაწყების წინ კრემლის უნდოდა უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია. ვხედავთ, რომ ომის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა უკრაინის ინფრასტრუქტურა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ უკრაინაში პრაქტიკულად მოხდა რუსეთის სამხედრო ძალების დემილიტარიზაცია, თან ისე, რომ მისი უდიდესი ნაწილი ჯართადაა ქცეული.

რაც შეეხება დენაციფიკაციას, რუსეთი დაბომბვებით ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, თუ როგორ პოლიტიკას ატარებს ახლა რუსეთი უკრაინაში?

- რაც შეეხება რუსულ იდეოლოგიურ ქიმერებსა და პროპაგანდისტულ პოსტულატებს, რომლებსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. რუსეთი ბევრად უფრო მილიტარიზებული სახელმწიფო იყო ვიდრე უკრაინა, მეტიც უკრაინა არ წარმოადგენდა რუსეთისთვის არანაირ საფრთხეს. ჩვენ კი თავს თავზე სრულად განვიცადეთ რუსული საფრთხე.

რაც შეეხება დენაციფიკაციას. უპირველესად უნდა ითქვას, რომ ახლა უკრაინაში ყველა რუსულ ფაშიზმზე ლაპარაკობს. იმას, როგორადაც იქცევა ახლა რუსეთი უკრაინაში, მხედველობაში მაქვს რუსული ჯარი მოქმედება უკრაინაში, ეს სხვა არაფერია თუ არა რუსული ფაშიზმი. მე ასე ვიტყოდი - დეპუტინიზაცია რუსეთშია განსახორციელებელი და ეს იქნებოდა ნამდვილი დენაციფიკაცია.

ახლა უკრაინაში ყველა რუსულ ფაშიზმზე ლაპარაკობს. იმას, როგორადაც იქცევა ახლა რუსეთი უკრაინაში, მხედველობაში მაქვს რუსული ჯარი მოქმედება უკრაინაში, ეს სხვა არაფერია თუ არა რუსული ფაშიზმი. მე ასე ვიტყოდი - დეპუტინიზაცია რუსეთშია განსახორციელებელი და ეს იქნებოდა ნამდვილი დენაციფიკაცია

რაც შეეხება უკრაინას. პუტინი და რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში ნაციონალისტებად თვლის ყველას, ვინც უკრაინას თავის სამშობლოდ თვლის. მნიშვნელობა არ აქვს ვინ რომელ ენაზე საუბრობს - რუსულად თუ უკრაინულად. რუსულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთში დააკავეს რიგი ქალაქების მერები და დნრ-სა და ლნრ-ის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

ყველა ისინი რუსულად საუბრობენ, უკრაინის მოქალაქეები არიან, თავის სამშობლოდ უკრაინას თვლიან და მისი ერთგულები დარჩნენ. რუსებისთვის მათი ქცევა ითვლება ნაციზმად. ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსული ცნობიერების დეფორმაცია. ეს ის შემთხვევა, როცა შეიძლება თქმა - გებელსი ასვენებს. ახლა რუსეთი არა მარტო ბოროტების იმპერია, არამედ სიცრუის იმპერიაა.

როცა პუტინი დენაციფიკაციაზე საუბრობს, უკვე ნათლად ჩანს, რომ ის ჰიტლერის გზას ადგას. უკრაინის დენაციფიკაცია მის გეგმაში რჩება. როგორც ჰიტლერს უნდოდა ებრაელების საკითხის გადაჭრა, და ჩვენ ვიცით, ეს მან როგორ გააკეთა, ზუსტად ასევე სურს პუტინს გადაჭრას უკრაინელების საკითხი.

როცა პუტინი დენაციფიკაციაზე საუბრობს, უკვე ნათლად ჩანს, რომ ის ჰიტლერის გზას ადგას. უკრაინის დენაციფიკაცია მის გეგმაში რჩება. როგორც ჰიტლერს უნდოდა ებრაელების საკითხის გადაჭრა, და ჩვენ ვიცით, ეს მან როგორ გააკეთა, ზუსტად ასევე სურს პუტინს გადაჭრას უკრაინელების საკითხი

ახლა პუტინის ქალაქების ბომბავს, მაგრამ არაა გამორიცხული მან ისეთივე მეთოდები გამოიყენოს, რომელსაც ჰიტლერი იყენებდა. მილიონობით უკრაინელი დაზარალდა. ათი ათასობით ადამიანებმა დაკარგეს სახლ-კარი, მილიონობით უკრაინელი იძულებული გახდა დაეტოვებინათ თავისი ქვეყანა.

ასე გამოიყურება უკრაინის დენაციფიკაციის პუტინის გეგმა. ასეთი ქმედებებით პუტინი აზარალებს საკუთარ ქვეყანას და ხალხს. ფაქტია, პუტინს არ ადარდებს უბრალო ადამიანების ბედი. პუტინი თავისი ქიმერებისა და ავადმყოფური ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობს.

- ახლა ბევრი საუბრობს მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე. ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე არსებობს ისეთ თემები, რომლებზეც შესაძლებელია მოლაპარაკება.

ზელენსკიმ განაცხადა რომ უკრაინისთვის ნატოს კარი დახურულია, მაგრამ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები. თქვენი აზრით, რა თემებზე შეიძლება მოილაპარაკონ მხარეებმა და უსაფრთხოების რა გარანტიები შეიძლება მიიღოს უკრაინამ?

- ამ თემაზე არ არსებობს ჯერ მარტივი და ერთმნიშვნელოვანი პასუხები. რაც შეეხება ნატოს და უკრაინის ნეიტრალიტეტს. სამწუხაროდ, ჩვენც ვხედავთ, რომ ახლა ნატო მზად არაა თავის თავზე აიღოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.

ნატოზე უარის თქმა და ნეიტრალიტეტზე საუბარი ჩვენთვის პრობლემა არაა. ნეიტრალიტეტის თემა ჩვენთვის პრობლემა არაა, რადგან, მართალია ჩვენი პარტნიორების დახმარებით, მაგრამ ჩვენ უკრაინაში ჯარით შემოსული აგრესორი რუსეთი დავამარცხეთ. უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები დღეს არიან უკრაინის ხელისუფლება, უკრაინის ჯარი და სამოქალაქო საზოგადოება. ვიმეორებ, ამაში თავის როლს ასრულებენ ჩვენდამი თანადგომით ჩვენი მოკავშირეები.

კიევი არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არა მარტო უკრაინისთვის სახიფათო პრეცედენტი იქნებოდა

ნეიტრალიტეტის თემაზე კომპრომისის მიღწევა შესაძლებელია თან ისე, რომ არ დაზარალდეს უკრაინის სუვერენიტეტი. მაგრამ, ისტორიის გამოცდილებიდან და ჩვენი დღევანდელი გამოცდილებიდან, რასაც დღეს შევეჯახეთ, ვიცით, რომ რუსეთისაგან არანაირი წერილობით გარანტიები არ შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების 100% გარანტია.

ისტორიამ უამრავი მაგალითი იცის იმისა, როცა შეთანხმებები ირღვეოდა. დარღვეულა გარკვეული ქვეყნების ნეიტრალური სტატუსი. ამიტომ რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმება ვერ იქნება უკრაინის უსაფრთხოები გარანტია.

- რაზე შეიძლება შეთანხმდნენ მხარეები იგივე ყირიმის, ან ლნრ-სა და დნრ-ის სტატუსებთან დაკავშირებით?

- რაც შეეხება ყირიმსა და ლნრ-სა და დნრ-ს, ამ თემებზე კიევი არანაირ დათმობებზე წასვლას არ აპირებს. უკრაინა არ აღიარებს იმას, რომ ყირიმი რუსეთისაა და არ აღიარებს ლნრ-სა და დნრ-ს დამოუკიდებლობას.

ჩემი პირადი აზრით, შეიძლება მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ამ საკითხებზე იურიდიული გადაწყვეტილება დღეს ვერ მიიღება, იმის გამო, რომ მხარეებს პრინციპულად განსხვავებული პოზიციები აქვთ, ეს საკითხები მომავლისთვის უნდა გადაიდოს. ასეთი გამოცდილება დიპლომატიაში არსებობს.

მაგრამ, ვიმეორებ, ამ საკითხებში კიევი არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არა მარტო უკრაინისთვის სახიფათო პრეცედენტი იქნებოდა.

უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები და რუსეთმა სრულად უნდა გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის ტერიტორიიდან. საუბარი შეიძლება იყოს რუსული ჯარის ეტაპობრივ გაყვანაზე, ჩვენ არ ვთანხმდებით დნრ-სა და ლნრ-ის აღიარებაზე, ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმს რუსეთის კუთვნილებად

- ასე დგას საკითხი - რუსებმა უნდა დატოვონ უკრაინის ტერიტორია და გაიყვანონ თავისი სამხედროები?

- უკრაინის პოზიცია ასეთია - უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები და რუსეთმა სრულად უნდა გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის ტერიტორიიდან. საუბარი შეიძლება იყოს რუსული ჯარის ეტაპობრივ გაყვანაზე, ჩვენ არ ვთანხმდებით დნრ-სა და ლნრ-ის აღიარებაზე, ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმს რუსეთის კუთვნილებად.

უნდა შეჩერდეს ომი და დაიწყოს რუსული ჯარების უკრაინიდან გასვლა. ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი პუტინი იქნება და რუსეთი იმ სახით გააგრძელებს არსებობას როგორიც ის დღესაა, ომის განახლების საფრთხე მუდმივად იარსებებს

მაგრამ, როცა დაიწყება რუსული ჯარის გასვლა გარკვეული ფორმით შეიძლება დაფიქსირდეს რომ ყირიმში რუსული ძალები ყოფნა. პროცესი იმით უნდა დაიწყოს, რომ მხარეები დაუბრუნდნენ იმ პოზიციებს, რომელზეც მხარეები 2022 წლის 24 თებერვლამდე იყვნენ.

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ამ საკითხების სამომავლოდ გადადება კიევისთვის მომავალში პრობლემა იქნება?

- პრობლემები ახლაც არსებობს, მაგრამ ახლა გადასაწყვეტია მთავარი პრობლემა - უნდა შეჩერდეს ომი და დაიწყოს რუსული ჯარების უკრაინიდან გასვლა. ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი პუტინი იქნება და რუსეთი იმ სახით გააგრძელებს არსებობას როგორიც ის დღესაა, ომის განახლების საფრთხე მუდმივად იარსებებს.

ამ დღეებში ჩვენ იმდენი რამ ვნახეთ და გადავიტანეთ, მე ჯერ ვრჩები რუსეთის მიმართ დიდ სკეპტიკოსად. არა ვარ დარწმუნებული რომ ომის დასასრულებლად რუსული მხარე რაციონალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს

მე არ ვიცი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დეტალები, საბოლოოდ როგორ შეთანხმებებზე შეთანხმდებიან მხარეები, მაგრამ უკვე ფაქტია, რომ რუსეთი აღარ ითხოვს უკრაინის ხელისუფლებისაგან კაპიტულაციას. ახლა ვხედავთ, რომ იგი თავად ეძებს კომპრომისულ ვარიანტებს. ეს უკვეა პროგრესი.

თუ მხარეებმა ახლა შეძლეს რამეზე შეთანხმება, ეს არ იქნება მხარეებს შორის დიდი ჩარჩო ხელშეკრულება მშვიდობასა და თანამშრომლობაზე, მაგრამ საუბარი შეიძლება ახლა იყოს დროებით დაზავებაზე. ეს იქნებოდა შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი. ვგულისხმობ უკრაინიდან რუსული ჯარების ეტაპობრივ გაყვანას.

გეტყვით გულწრფელად, ამ დღეებში ჩვენ იმდენი რამ ვნახეთ და გადავიტანეთ, მე ჯერ ვრჩები რუსეთის მიმართ დიდ სკეპტიკოსად. არა ვარ დარწმუნებული რომ ომის დასასრულებლად რუსული მხარე რაციონალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

არაა გამორიცხული კრემლმა კიევისა და სხვა ქალაქების, მაგალითად ნიკოლაევისა და ოდესის ასაღებად კიდევ დაგეგმოს და განახორციელოს ოპერაციები. პუტინისთვის კიევის აღებას უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მისი მეორე სამიზნეა ხარკოვი

- ბევრი ამტკიცებს, რომ პუტინის გარემოცვაში ქორებისთვის მიუღებელია უკრაინაში რუსეთის «იმიტაციური მოგება“. ისინი უკრაინაზე „დამაჯერებელ და ტოტალურ მოგებას მოითხოვენ.

ამის გათვალისწინებით ბევრი თვლის, რომ არაა გამორიცხული უახლოეს მომავალში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე გააგრძელოს სამხედრო ოპერაციები. თქვენც ფიქრობთ, რომ რუსეთს ასეთი გეგმები ისევ ჰქონდეს?

- ომის დაწყებამდე რუსეთს სურდა უკრაინაში ტოტალური გამარჯვება, მაგრამ ეს გეგმა ჩავარდა. ახლა რუსეთმა რომ დიდ სამხედრო ოპერაციაზე იფიქროს, მას ამისთვის რესურსები სჭირდება.

არადა, ვხედავთ, რუსეთს რესურსების ნაკლებობა აქვს. ეს რომ ასეა, ისიც მეტყველებს, რომ რუსეთმა დახმარებისთვის ჩინეთს მიმართა.

- ვხედავთ იმასაც, რომ კრემლი ჩქარობს უკრაინის კამპანიის დასრულებას...

- ბოლო 10-12 დღეა რუსები უკრაინაში წარმატებულ სამხედრო ოპერაციას ვერ ატარებენ. მეტიც, წარმატებულ ოპერაციას კი არა რჩება შთაბეჭდილება რომ ვერც ვერაფერს გაკეთებას ახერხებენ. ამის გამოა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებზე არა მარტო წამოვიდა, მოლაპარაკებები მისი ინიციატივით დაიწყო.

მიუხედავად ამისა, არაა გამორიცხული კრემლმა კიევისა და სხვა ქალაქების, მაგალითად ნიკოლაევისა და ოდესის ასაღებად კიდევ დაგეგმოს და განახორციელოს ოპერაციები. პუტინისთვის კიევის აღებას უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მისი მეორე სამიზნეა ხარკოვი.

ახლა რუსებს არ აქვთ უკრაინაში მოქმედების გეგმა ბ. რჩება შთაბეჭდილება, რომ გეგმა ბ-ს რუსები ახლა ამუშავებენ

რისკის ზონაშია ასევე მარიუპოლი და კრემოტორსკი, მაგრამ ცალკე თემაა ისიც, რომ რუსებს აღებული აქვთ ატომური ელექტროსადგურები. ვიმეორებ, ცხადია რომ ის ამით არა მარტო უკრაინას, არამედ მთელ ცივილიზებულ სამყაროს აშანტაჟებს. მაინც ვფიქრობ, რომ თუ რუსები შეეცდებიან ომის გაგრძელებას, ისინი ისევ შეეცდებიან კიევის აღებას.

თუ მათ ეს ვერ შეძლეს, შეეცდებიან რუსულენოვანი რეგიონების სრულად ოკუპირებას და ამ რეგიონებში შექმნან პარალელური უკრაინა, მარიონეტული კვაზისახელმწიფო. მოვლენათა განვითარების ასეთი სცენარებიც შესაძლებელია. მაგრამ, ამისათვის საჭიროა რესურსები.

გარდა ამისა, ვნახეთ, რომ რუსების მიერ დაკავებულ ხერსონის ოლქის რაიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არ თანამშრომლობენ ოკუპანტებთან. ფაქტია, რომ უკრაინის გაყოფის რუსული გეგმა არ მუშაობს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ რუსები უკრაინაში ძალიან გაიჭედნენ. ეს ეხება როგორც ჯარის მოქმედებას, ისე ადგილობრივებთან ურთიერთობას. ჩემი აზრით, ახლა რუსებს არ აქვთ უკრაინაში მოქმედების გეგმა ბ. რჩება შთაბეჭდილება, რომ გეგმა ბ-ს რუსები ახლა ამუშავებენ.

თუ პუტინის გარემოცვა მას დაარწმუნებს, რომ საჭიროა პროპაგანდისტულად ამტკიცონ, რომ მოახდინეს უკრაინის დემილიტარიზაცია, მოახდინეს უკრაინის ჯარის განადგურება, ასევე გაანადგურეს უკრაინის ინფრასტრუქტურა და შეუძლიათ უკრაინიდან გასვლა, მაშინ დატოვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს და გავლენ

- რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომი უკრაინაში და როდის შეიძლება ის დასრულდეს?

- ორიგინალური ვერ ვიქნები. დასავლელი ექსპერტები გამოთქვამენ ამ თემაზე თავის მოსაზრებებს, მაგრამ ჩემი აზრით, ამ კითხვაზე პასუხი არავის არ შეიძლება ჰქონდეს. ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე პასუხი ომის ავტორ პუტინსაც არ შეიძლება ჰქონდეს.

როგორც ვთქვი, მას შემდეგ, რაც მათმა პირველმა გეგმამ არ და ვერ იმუშავა, ახლა ისინი წყვეტენ შემდგომში როგორ მოიქცნენ და რა და როგორ გააკეთონ. სცენარები კი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. თუ ცხადი გახლდა, რომ ომის გაჭიანურება ხდება, ამის ტენდენცია უკვე ჩანს, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს პუტინი.

ახლა ჩანს რომ ის ადეკვატური არაა. თუ პუტინის გარემოცვა მას დაარწმუნებს, რომ საჭიროა პროპაგანდისტულად ამტკიცონ, რომ მოახდინეს უკრაინის დემილიტარიზაცია, მოახდინეს უკრაინის ჯარის განადგურება, ასევე გაანადგურეს უკრაინის ინფრასტრუქტურა და შეუძლიათ უკრაინიდან გასვლა, მაშინ დატოვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს და გავლენ.

ეს ერთი სცენარია. გასვლის საფუძველი შეიძლება გახდეს კიევთან მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს სცენარი შეიძლება განხორციელდეს თუ რამდენიმე კვირაში არა, რამდენიმე თვეში.

მეორე სცენარი ასეთი შეიძლება იყოს - თუ პუტინი დარჩა გაგიჟებულის მდგომარეობაში, მაშინ ომის საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება და უკრაინა რუსეთისთვის ახალ ავღანეთად გადაიქცევა. თან ისეთ ავღანეთად, რომელიც მის სიახლოვესაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთისთვის ეს უკრაინული ისტორია გაცილებით მტკივნეული იქნება, ვიდრე ახლა ჩანს.

- ბევრი არ გამორიცხავს, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს...

- სამწუხაროდ, ეს მოვლენათა განვითარების ყველაზე ნეგატიური სცენარია, რაც კი შეიძლება არსებობდეს. არაფერია გამორიცხული, რადგან ყველა ნიშანია იმისა, რომ პუტინის ცნობიერებაში სერიოზული დეფორმაციებია მომხდარი.

"ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი