მარნეულში მუნიციპალური ავტოპარკი განახლდა

მარნეულში მუნიციპალური ავტოპარკი განახლდა

მარნეულში, მუნიციპალური ავტოპარკი განახლდა. მარნეულის მერიის ინფორმაციით, 2021-2022 წლის მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 ახალი, ,,ისუზუს“ ტიპის, ევროპული სტანდარტების, დიზელზე მომუშავე ავტობუსები შეისყიდეს, რომელთა საერთო ღირებულებამ 1 498 500 ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, ავტობუსები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.

„აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში მუნიციპალიტეტმა ასევე შეისყიდა 5 ერთეული ახალი ავტობუსი. მომავალშიც ეტაპობრივად იგეგმება მუნიციპალური ავტოპარკის განახლება, რის შემდეგაც საქალაქო ტრანსპორტის მიმართულებით სრულად დაკმაყოფილდება მოსახლეობის მოთხოვნები. ამასთან, მუნიციპალიტეტის მერიამ, შპს „ასპ-გრუპისგან “ ახალი ნაგავმზიდის ავტომანქანა შეიძინა და ა(ა)იპ სუფთა მარნეულს გადასცეს, რომლის საერთო ღირებულებამ 239 995 ლარი შეადგინა. ნაგავმზიდის მანქანით დამატებით, მოხდება მუნიციპალიტეტის კონკრეტული ტერიტორიებიდან ნარჩენების გატანა. რეგიონის და თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ახალი ავტობუსები და ნაგავმზიდის მანქანა დაათვალიერეს. ადგილზე გაესაუბრნენ შ.პ.ს. მარნეულის ავტოპარკისა და ა(ა)იპ სუფთა მარნეულის წარმომადგენლებს. ახალი ავტობუსები და ნაგავმზიდის მანქანა ექსპლუატაციაში 2022 წლის მარტიდან შევა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.