სერგეი ლავროვი - მოსკოვი კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას არ დაუშვებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები უკრაინისთვის იარაღის ნებისმიერ გადაზიდვას სამიზნედ აღიქვამენ.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შევა უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც მიგვაჩნია იარაღის გადამზიდად, გახდება ლეგიტიმური სამიზნე. ეს სრულიად გასაგებია“, - განაცხადა მან.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების სხვა ქვეყნიდან მიწოდებას არ დაუშვებს.

"მინდა შევახსენო ყველა ქვეყანას, რომელსაც შეუძლია გაითვალისწინოს ეს იდეა, რომ საბჭოთა სისტემები და რუსული წარმოების სისტემები შეესაბამება ერთმანეთს. იქ, მთავრობათაშორისი შეთანხმებებით და კონტრაქტებით, რომლებსაც ასევე აქვთ მომხმარებლის სერტიფიკატი და ეს სერტიფიკატი არ იძლევა მათი მესამე ქვეყნებში გაგზავნის საშუალებას“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო