სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ 2022 წლის 17 მარტს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ არც სს „ხალიკ ბანკ საქართველოს“ და არც მის კლიენტს ფინანსური ზარალი არ მიუღია. თაღლითობის მცდელობასთან დაკავშირებით ბანკმა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პროკურატურას.
„ხალიკ ბანკში“ მოქმედებს უსაფრთხოების მაღალი საერთაშორისო სტანდარტები და ბანკის უსაფრთხოება დაცულია.
(R)

























