აჭარის უმაღლეს საბჭოსა და სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აჭარის უმაღლეს საბჭოსა და სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დოკუმენტს, რომელიც 5 პუნქტისა და სხვადასხვა ქვეპუნქტებისაგან შედგება, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ და მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმი, ერთობლივი ინიციატივებისა და ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოსა და ასოციაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა