ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ ბსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევრებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ჰიგიენური და ბავშვის მოვლის საშუალებები, საკვები, თეთრეული, ტანსაცმელი შეაგროვეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში შეგროვებული თანხით შეძენილია პირველადი მოხმარების ნივთები.

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკრაინისადმი სოლიდარობას კიდევ ერთხელ გამოხატავს და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, საქველმოქმედო აქციას მართავს.

აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 მარტს დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.