ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ადგილზე ხმაურია.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, ისინი თურქი ბიზნესმენის გალოფ ოზთურქის მიერ აშენებულ კორპუსში შესახლებას ითხოვენ.

მოქალაქეების თქმით, აღნიშნული კორპუსები თურქმა ბიზნესმენმა უკანონოდ ააშენა, რის დანგრევასაც შესაბამისი უწყებები გეგმავენ, თუმცა მოსახლეობის მოთხოვნაა. კორპუსები არ დაანგრიონ და უსახლკაროების შესახლება მოხდეს.

“ჩვენი ინფორმაციით, ამ კორპუსების დანგრევა იგეგმება. ჩვენ ქირის ფულს ვერ ვიხდით, არ გვაქვს შემოსავალი და შეგვასახლონ ამ კორპუსებში. სამართალდამცავები ახლა რომ გამოჩდნენ, მაშინ სად იყვნენ, როცა აქ უკანონო მშენებლობა მიმდინარეობდა”, - აცხადებენ შეკრებილები.

ცნობისთვის, გოგოლის ქუჩაზე აშენებული კორპუსის მეპატრონე შესაბამისმა უწყებებმა 39 - ჯერ დააჯარიმეს, თუმცა მშენებლობა არ შეუწყვეტიათ. არსებული ინფორმაციით, კორპუსები თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს ეკუთვნის.